რჩევები

7 უცნობი ხრიკი ერთ დღეში გამონაყარისგან გასათავისუფლებლად

7 უცნობი ხრიკი ერთ დღეში გამონაყარისგან გასათავისუფლებლად
სახის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა არის ისეთებიც, რომლებზეც თქვენ არაფერი გსმენიათ.
ამჯერად ამ ხრიკებს გაგიმხელთ და დაგარწმუნებთ, რომ ფერიმჭამელებისა და გამონაყარის გაქრობა არც ისეთი რთულია, როგორც თქვენ გგონიათ.

  1. ასპირინის დაფხვნილი აბი გახსენით წყალში და წაისვით გაღიზიანებულ ადგილზე. ის ანთებით პროცესს ჩააქრობს და გამონაყარის გავრცელებას შეუშლის ხელს.
  2. ერთმანეთში აურიეთ ალოეს ფოთლის წვენი ან გელი და კბილის პასტა. წაისვით პრობლემურ ადგილზე დღეში რამდენჯერმე. მეორე დღეს შედეგი გაგაოცებთ!
  3. ალოეს ფოთლის წვენი მოათავსეთ ფიალაზე. მასში დაასველეთ თქვენი სახის ფორმის
    შესაბამისად ამოჭრილი ხელსაწმენდი და დაიდეთ სახეზე. ნიღაბი მოიხსენით მას შემდეგ, რაც გაშრება.
  4. დაფქულ ბრინჯში ამოავლეთ ალოეს ფოთოლი და შეიზილეთ სახეზე. ის კანს სიჯანსაღეს დაუბრუნებს.
  5. ქოქოსის ზეთი, გლიცერინი, თაფლი და ალოეს შიგთავსი ათქვიფეთ. ნიღაბი ბამბის ნაჭრით წაისვით სახეზე.
  6. 3 აბ  ნახშირსა და ჟელატინს დაასხით იმდენი ცხელი წყალი, რამდენიც მათ გასახსნელად იქნება საჭირო. თხევადი მასა წაისვით ფერიმჭამელების ადგილზე. გაშრობის შემდეგ ნიღაბი აიძვრეთ.
  7. მართალია, არსებობს სხვადასხვა ტიპის სახის კანი (მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული), თუმცა, თუ ყველაფერი იდეალურადაა და თქვენს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსი შენარჩუნებულია, რაც სახის კანისთვის 5.5 უნდა იყოს, ვერც გამოშრობას იგრძნობთ და არც ოფლიანობა შეგაწუხებთ. ამ ბალანსის აღდგენა კი ძალიან მარტივად, ნატურალური მეთოდით, ვაშლის ძმრის გამოყენებით შეგიძლიათ. ეს უკანასკნელი და წყალი გახსენით თანაფარდობით 1:2 და ბამბის გამოყენებით დაიტანეთ სახეზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი, ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი. მეთოდი სასრგებლოა ყველა ტიპის კანისთვის. მათ შორის, ძალიან მგრძნობიარე და ძალიან ცხიმიანი სახის კანისთვისაც.

წყარო : youtube.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მაო
ტუკი ალერგიულია კანი? შეიდზლებაა
17:55 / 20-04-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93