დღის ბოლოს, როცა მაკიაჟის მოსაშორებლად სარკეში ჩაიხედებით ხოლმე, ალბათ ხშირად ჩამოშლილი მაკიაჟი ნეგატიურ განწყობას გიქმნით და საკუთარ მოუწესრიგებლობაზე ბრაზდებით. არადა ეს საერთოდ არაა თქვენი ბრალი. დღის ბოლოს მაკიაჟის „ათხაპნა“ გასაკვირი სულაც არაა, მაგრმა არსებობს საშუალებები, რომლებიც მის ფიქსაციაში დაგეხმარებათ. ამას კი სახის სპრეი აკეთებს, რომლის მომზადება სახლის პირობებში შეგიძლიათ.
სპრეი #1
დაგჭირდებათ:
ალოე ვერა
წყალი
ბავშვის ტანის გელი
მომზადება
ინგრედიენტები მოათავსეთ სპრეის თავიან ბოთლში და ანჯრიეთ სანამ, სითხე ერთგვაროვან შეფერილობას არ მიიღებს. მაკიაჟის გაკეთებამდე მიიშხურეთ სახეზე.
სპრეი #2
დაგჭირდებათ:
ლიმონი
ფორთოხალი
ცხელი წყალი
E ვიტამინის შემცველი კაფსულა (თევზის ზეთი) მაგალითად, ომეგა 3
სპრეის ბოთლი
საწური
მომზადების წესი
ფორთოხალი და ლიმონი გათალეთ ისე, რომ შიგთავსი ოდნავ გაჰყვეს. კანები მოათავსეთ ფილაზე და დაასხით ცხელი წყალი. დატოვეთ მთელი ღამე. მეორე დღეს გაწურეთ. მიღებულ ხსნარში გახსენით ომეგა 3. მიღებული სპრეი ძაბრით ჩაასხით ბოთლში.