მაკიაჟს საოცარი ტრანსფორმაციის მოხდენა შეუძლია თქვენს გარეგნობაზე. თუ თვლით, რომ გაქვთ რამე, რაც უნდა დაიმალოს თქვენს სახეზე, მაკიაჟი ამის საუკეთესო საშუალებაა. ყველაზე მნიშვნელოვანია, იცოდეთ იმ დეტალის სწორად დაფარვა მაკიაჟის საშუალებით, რომელიც არ მოგწონთ. ამ შემთხვევაში ვისაუბროთ ცხვირზე.
წარბები
თუ თქვენი წარბები შედარებით ახლოს იქნება ცხვირთან, ის მას უფრო თხელს გამოაჩენს. წარბებს შორის იდეალური დაშორება განისაზღვრება ნესტოების ზომით.
ჰაილაითერი
ეს განსაკუთრებით კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც შედარებით მრგვალი ცხვირი აქვს. წაისვით ჰაილაითერი მთელი ცხვირის სიგრძეზე და ბოლოს დაასრულეთ ყველაზე მაღალ წერტილზე (ცენტრში). ეს ცხვირს უფრო თხელს და ლამაზს გამოაჩენს.
სახის ჩრდილები
ამას ასევე კონტურინგის მეთოდს უწოდებენ, რაც გვეხმარება თხელი ნაკვთების შექმნის ილუზიაში. ეს მეთოდი კიმ კარდაშიანისგან გამოაშკარავდა და მართლაც რომ ძალიან კარგი საშუალებაა სასურველი ცხვირის ფორმის მისაღებად. ყველაფერი დამოკიდებულია მუქი და ღია ჩრდილების სწორ გადანაწილებაზე.