ყველა ქვეყანაში აქვთ ქალებს საკუთარი საიდუმლოებები, რომლებითაც ინარჩუნებენ სილამაზესა და ახალგაზრდობას. ფრანგ ქალებს მსოფლიოში ყველაზე ბუნებრივი ხიბლი აქვთ, რადგან ისინი როგორღაც, თითქოს 18 წლის ასაკში ჩერდებიან.
გთავაზობთ ფრანგი ქალების 12 ბუნებრივი სილამაზის საიდუმლოს
ისინი არ იკეთებენ კონტურინგს
ფრანგ ქალებს არ მოსწონთ სახის კონტურინგი, იმიტომ, რომ კონტურირებული სახე არაბუნებრივად გამოიყურება.
მათ არ ანაღვლებთ სრულყოფილება
თუ დაუკვირდები ფრანგი ქალების ჩაცმულობას, მიხვდები, რომ თითქმის ყველა მათგანი სისადავეს ანიჭებს უპირატესობას. ირჩევენ მარტივ ვარცხნილობას, უბრალო კაბებს, უბრალო ფეხსაცმელს…
მათ ურჩევნიათ წითელი ტუჩები
შენ ყოველთვის შეგიძლია იბრწყინო წითელი ტუჩებით. ქალები პარიზიდან ემხრობიან ამ მოსაზრებას. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სტილი გაქვს - ატარებ ჯინსებს და მაისურს თუ კაბას, წითელი ტუჩსაცხი ყოველთვის ეფექტურია.
ისინი არ იკეთებენ ფრანგულ მანიკიურს
ფრანგი ქალები არ ხარჯავენ დიდ დროს, ფულს და ენერგიას იმისთვის, რომ ფრჩხილები ლამაზად მოიხატონ. საფრანგეთში ყველაზე პოპულარულია მოკლე, სუფთა ფრჩხილები ღია ან გამჭვირვალე ფერის ლაქით, ან სულაც მის გარეშე.
მათ აქვთ თმის მოვლის საიდუმლოებები
ისინი არ იყენებენ ფენსა და თმის უთოს ყოველდღიურად; ისინი არასდროს ზოგავენ თანხას, როცა საქმე თმის მოვლის საშუალებებს ეხება. ყველა მათგანს აქვს საყვარელი თმის ნიღაბი, ზეთი და აუცილებლად კარგი, ნატურალური მატერიისგან დამზადებული სავარცხელი.
მათი კოსმეტიკური ჩანთა არაა სავსე მაკიაჟის საშუალებებით
ფრანგ ქალებს აქვთ ორი ფერის ტუჩსაცხი: წითელი და ბუნებრივი ფერის. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ღია ფერის პუდრსა და ტონალურს. თვალის მაკიაჟი გულისხმობს მხოლოდ ტუშს წამწამებზე და ზოგჯერ თვალის ლაინერსაც.
მათ არ ენანებათ თანხა თმის შეჭრაში
მათ აქვთ მარტივი სილამაზის რუტინა
ის, რაც ნამდვილად სჭირდებათ ფრანგ ქალებს, არის ძვირად ღირებული სახის მოვლის საშუალებები, როგორებიცაა: კარგი სახის გამწმენდი, მზისგან დამცავი, სკრაბი, თმის და ტანის ზეთები. მათ მარტივი პრინციპი აქვთ: იყენებენ ცოტა კოსმეტიკურ საშუალებას, მაგრამ ძვირად ღირებულს.
მათ მოსწონთ ნატურალური წარბები
ვერსად ნახავ ფრანგ ქალს ძალიან მუქი, არაბუნებრივი წარბებით.
ისინი არ დიეტობენ
ისინი არ დიეტობენ, ლამაზი სხეულისთვის ცოტას ჭამენ. იციან, როდის უნდა შეწყვიტონ ჭამა. ასევე, მათ კვების რაციონში რთულად ან საერთოდ არ მოიძებნება ადგილი შაქრისთვის.
მათ სწამთ ცივი შხაპის ძალის
მათ იციან, რაოდენ მნიშვნელოვანია, მიიღო ცივი შხაპი ცხელის შემდეგ. ასტიმულირებს სისხლის ცირკულაციას და შედეგად, ყოველთვის გამოიყურებიან მაგრად.
ისინი იღებენ თავიანთ თავს ისეთს, როგორებიც არიან
ისინი იშვიათად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგებს. პარიზში თუ ვინმეს შეხვდებით გაკეთებული ცხვირით ან ტუჩებით, ის აუცილებლად იქნება ან მოდელი, ან მსახიობი, ან მოდის ბლოგერი. ფრანგი ქალები ყოველთვის ცდილობენ, იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან.
წყარო: brightside.me