რჩევები

ყველაზე ზარმაცებისთვის: 10 მარტივი რჩევა, რომელიც გახდომაში დაგეხმარება

ყველაზე ზარმაცებისთვის: 10 მარტივი რჩევა, რომელიც გახდომაში დაგეხმარება
იმისათვის, რომ არ გაიღვიძო ყოველ ორშაბათს იმაზე ფიქრში: "დღეიდან დიეტაზე ვარ", „მარაოს" ეს 10 წესი უდავოდ გამოგადგება.

1. არ გამოტოვო საუზმე


გაღვიძებიდან 2 საათის განმავლობაში აუცილებლად მიირთვი რამე. მსუბუქი საუზმე დაგეხმარება იმაში, რომ მთელი დღის განმავლობაში არ გადაჭამო ყველაფერი. ტყუილად კი არ ამბობენ, „ეს არის საკვების მიღების ყველაზე აუცილებელი პერიოდი“.

2. მიიღე ბევრი სითხე


ნებისმიერ გაურკვეველ სიტუაციაში დალიე წყალი. ნუ „შეჭამ“ პრობლემას, ეს სქემა საკმაოდ მარტივია, თუმცა ყველაზე ეფექტური.

3. განტვირთვის დღე


კვირაში ერთი დღე დაუთმე მწვანე საკვებს.
მიირთვი ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული მხოლოდ და მხოლოდ მწვანე შეფერილობის. კერძი მოამზადე გრილზე ან მოხარშე, არავითარ შემთხვევაში არ შეწვა!

4. დაძინებამდე სამ საათზე გვიან არ მიირთვა


ასე უფრო გაგიმარტივდება დაძინება და დილას ბევრად მსუბუქად გაიღვიძებ. არ მიიღო საკვები დაძინებამდე სამ საათზე გვიან.

5. დაღეჭე!


დაღეჭე რაც შეიძლება მეტხანს, არანაკლებ 30-ჯერ თითო ლუკმა.

6. გამორიცხე რძე, საფუარი, შაქარი


სამივე ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის შეკავებას, რაც უდავოდ ცუდია და სასწორზე უფრო მეტ კილოგრამს დაგიწერს ყოველთვის.

7. მიირთვი 3 საათში ერთხელ


სტაბილურად საკვების დღეში 3-5-ჯერ მიღება თავიდან აგაცილებს ერთდროულად ყველაფრის ჭამას და გადაგარჩენს კილოგრამების ერთიანად მომატებისაგან.

8. არ შეიზღუდო თავი!


კვირაში ერთხელ გაანებივრე საკუთარი თავი და მიეცი მეტი თავისუფლება კვების გათვალისწინებით. ასე თავიდან აირიდებ სტრესს, რომელიც საკვების უფრო მეტი რაოდენობით მიღების სურვილს გიჩენს.

9. აუცილებლად იქონიე ახლოს სასარგებლო და გემრიელი პროდუქტები


ხილი, ბოსტნეული, თხილი - ბევრ ადგილს არ დაიკავებს შენს ჩანთაში და თავიდან აგარიდებს ტკბილეულის მიღებას არასასურველ მომენტში.

10. გააკონტროლე მარილის რაოდენობა!


მარილი ხელს უწყობს მადის გაძლიერებას და შედეგად, ბევრად მეტის ჭამა გიწევთ. შესაბამისად, შეეცადეთ, ამოიღოთ რაციონიდან ან სულაც შეამციროთ მისი მიღება.

Джулия Робертс
წყარო:peopletalk
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93