მანამ, სანამ სილამაზის სტანდარტების ძიებაში დრო გადის, ერთდროულად შევჯერდით ყველა იმ მოსაზრებაზე, რომ მოვლილი სახის კანი ნებისმიერ მაკიაჟს და ახალ ტენდენციას მარტივად უწყობს ფეხს.
„მარაო“ გიზიარებთ პილინგის სახლის პირობებში მოსამზადებელ ინგრედიენტებს.
კოჭა - აღმოსავლური მცენარეა, რომელიც თავისი სასარგებლო თვისებებით მთელ მსოფლიოშია სახელგანთქმული. მას სხვაგვარად ინდური შაფრანის სახელითაც მოიხსენიებენ. კოჭას გამოყენება სახის კანზე საკმაოდ ეფექტურად მიიჩნევა, მასში შემავალი ვიტამინებიდან გამომდინარე. შეიცავს ისეთ აქტიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა:
- ეთერზეთები - რაც კანს მეტ დასვენებულ იერს მატებს და აცხრობს კანის გაღიზიანებადობას.
- პირიდოქსინი - აქრობს ანთებით პროცესს.
- ფოლიუმის მჟავა - იცავს კანს გარე მავნე ფაქტორების მოხვედრისაგან.
- ასკორბინის მჟავა - აახალგაზრდავებს კანს, ამაგრებს ძარღვებს და კოლაგენთან სინთეზს უწყობს ხელს.
- ნიაცინი - აღადგენს კანის დაზიანებულ უჯრედებს.
- E ვიტამინი - „ახალგაზრდობის ვიტამინი“, ძლიერი ანტიოქსიდანტი. მატებს კანს ელასტიკურობას, აქრობს ნაოჭებს და იცავს კანს ულტრაიისფერი დასხივებისგან.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი სწორედ კოჭაში მოიპოვება. შესაბამისად, გიზიარებთ მარტივად მოსამზადებელი ნიღბის ინგრედიენტებს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი კანის ღრმა და ეფექტურ პილინგს.
ინგრედიენტები
- 1 სუფრის კოვზი თბილი რძე
- 0.5 სუფრის კოვზი კოჭას ფხვნილი
კოჭას ფხვნილი და რძე აურიეთ ერთმანეთში და მიიყვანეთ ერთ კონდიციამდე. ჩაიტარეთ იდაყვის გარშემო სატესტო სინჯი ალერგიულობაზე. შემდეგ, თუ გამოირიცხა სიწითლე და ალერგიულობა, დაბანილ კისრისა და სახის მიდამოზე ფუნჯით დაიტანეთ მიღებული მასა. აუცილებლად მოარიდეთ თვალის მიდამოს.
- 5 წუთის შემდეგ ნიღაბი ნამიანი ხელით დაატენიანეთ და კიდევ დატოვეთ 5 წუთით.
- კვლავ დაასველეთ ხელები და ნელი მოძრაობით მასაჟი ჩაიტარეთ სახეზე.
- გრილი წყლით ჩამოიბანეთ ნიღაბი, შეიმშრალეთ სახე და კისერი ხელსაწმენდის მეშვეობით, დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი.
არავითარ შემთხვევაში უფრო მეტი ხნით არ დაიტოვოთ ნიღაბი, ვინაიდან კანის ჩამოწელვის საფრთხეს შეიქმნით. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და სახის კანი გექნებათ დაჭიმული და გლუვი. შედეგით თვითონაც გაოცდებით, როცა ნახავთ, თუ როგორ სწრაფად გაქრება ჩაშავებული თვალის უპეები და სახეზე არსებული უსწორმასწორო ზედაპირი. არ შეუშინდეთ ყვითელ შეფერილობას, არ დაგრჩებათ სახეზე. ჩამოიბანეთ ტონიკით ან კეფირით და კანს ისევ უწინდებური ფერი დაუბრუნდება.
არ შეუშინდეთ, ანდოთ თქვენი სილამაზე და ჯანმრთელობა მცენარეებს. მათ მხოლოდ სარგებელი მოაქვს ჩვენთვის.
გაგვიზიარეთ თქვენი შედეგი.
წყარო:sovkusom