კისრის მიდამოში კანი ასაკთან ერთად იცვლება. შესაბამისად, ყოველთვის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. კისერზე კანი ვინაიდან ყველაზე ნაკლებად არის ცხიმით დაფარული, სახის კანზე ბევრად ადრე ბერდება. ასაკთან ერთად ხდება კანის ერთგვარი „ჩამოწელვა“. შესაბამისად, მუდმივად საჭიროებს მოვლას.
„მარაო“ გასწავლით სახლის პირობებში ნიღბების მომზადების მარტივ წესებს, რაც ხელს შეუშლის სწრაფად დაბერებას.
ათქვიფეთ ერთი კვერცხი და დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ავოკადოს კარაქი. დაიტანეთ ფუნჯის მეშვეობით კისრის და დეკოლტეს მიდამოებში თანაბრად. დატოვეთ 5 წუთით და შემდეგ კიდევ ერთი პირი დაამატეთ და საგულდაგულოდ გადაანაწილეთ. ნიღაბი დაიტოვეთ 30 წუთით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ იგივე პროცედურა 5 დღის განმავლობაში, შემდეგ კი - ორ კვირაში ერთხელ. შედეგი ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს.
მწიფე ბანანი ჩანგლით საგულდაგულოდ დაჭყლიტეთ. დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი მოხარშული შვრიის ფანტელი, 1 სუფრის კოვზი ავოკადოს კარაქი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი. დაიტანეთ მიღებული მასა კისრის და დეკოლტეს მიდამოებში და გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ.
0.5 ჩაის კოვზ საფუარს 100 მილიგრამი ადუღებული წყალი დაასხით. დაუმატეთ საცერში გატარებული ფქვილი, იმდენი, რომ მიიღოთ არაჟნის მსგავსი მასა. დატოვეთ ერთი დღე-ღამით თბილ ადგილას. შემდეგ დაიტანეთ კისრისა და დეკოლტეს მიდამოზე, დატოვეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ კი წაისვით დამატენიანებელი საცხი.
დაჭერით ნახევარი შეკვრა ოხრახუში. დაასხით ადუღებული რძე, დატოვეთ 15 წუთით. დაალბეთ ნაჭერი ნახარშში და შემდეგ გადაიტარეთ კისერსა და დეკოლტეზე. დაიტოვეთ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
რაც უფრო ადრე დაიწყებთ თავის მოვლის პროცედურებს, ხელს შეუშლით კანის ნაადრევ დაბერებასა და „ჩამოწელვას“. არ მისცეთ უფლება კისერს, გათქვას თქვენი ასაკი. სხვებმა კი ივარაუდონ, რამდენი წლის ბრძანდებით.
წყარო:sovkusom