ჩვენი მეგობრებისგან ხშირად მოგვისმენია, რომ სახის მოვლის საშუალებების აფთიაქში შეძენას ანიჭებენ უპირატესობას, რაც უფრო მეტ სანდოობას უსვამს ხაზს, თუმცა რთულია დავეთანხმოთ, ვინაიდან ხშირად ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბები აფთიაქარის მიერ მზადდებოდა ბალახეულობის მეშვეობით. გამონაკლისი არც 21-ე საუკუნეა და დღემდე აქტუალური რჩება ბებიის რეცეპტით მომზადებული ნიღბები.
“მარაო“ გიზიარებთ სახამებლის და ეთერზეთების ნიღაბს
- 1.5 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი (ე.წ. კრახმალი)
- 1 ჩაის კოვზი დაფქული პიტნის ფოთოლი
- 1 ჩაის კოვზი დაფქული სალბი (ე.წ. შალფეი)
- 150 მილიგრამი წყალი
- 10 წვეთი არგანის ზეთი
- 1 კაფსულა E ვიტამინი
- 0.5 ჩაის კოვზი არაჟანი, 33% ცხიმის შემცველი
მომზადების წესი
- შეურიეთ ერთმანეთს სალბი და პიტნის ფოთოლი და დაასხით 100 მილიგრამი მდუღარე წყალი. დატოვეთ ნახევარი საათით, შემდეგ კი გაატარეთ საცერში.
- დაასხით 1 ჩაის კოვზი სახამებელი დარჩენილი ცივი წყლით. დადგით პიტნის ფოთლისა და სალბის ნარევი ქურაზე და ურიეთ მანამ, სანამ არ წამოდუღდება.
- დაუმატეთ სახამებელი, წამოადუღეთ სამი წუთის განმავლობაში და გადმოდგით გასაგრილებლად.
- ცალკე შეურიეთ ერთმანეთს 0.5 ჩაის კოვზი სახამებელი და არაჟანი. დაუმატეთ ეთერზეთი და E ვიტამინი. გადმოასხით გაგრილებულ მასაში და მოურიეთ. შედეგად მიიღებთ ნიღაბს ნაოჭების საწინააღმდეგოდ.
როგორც ამბობენ, დაბალბიუჯეტური ანალოგი ბოტოქსის სწორედ სახამებელია. რა თქმა უნდა, წამებში არ მიიღებთ შედეგს, თუმცა 4-5 პროცედურის მერე უკვე ადვილად შენიშნავთ ცვლილებას. გაიმეორეთ პროცედურა 2 კვირაში ერთხელ. უკუჩვენებები ნამდვილად არ გააჩნია.
გაგვიზიარეთ შედეგები.
წყარო:sovkusom