როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე ისე, რომ ბევრი ფული არ დავხარჯოთ, რთულ რეცეპტებს თავი ავარიდოთ და უენერგიოდაც არ დავრჩეთ?
ეს არც ისე ადვილია, თუმცა არსებობს იაფიანი, ჯანსაღი და ეფექტური ხრიკებიც, რომელთა შესახებაც შეიძლება უკვე გსმენიათ. ფაქტია, რომ ზოგ მათგანს რეკომენდაციას ჰოლივუდელი ლამაზმანებიც უწევენ.
1 - ერთ-ერთი გზა სილამაზის შესანარჩუნებლად, კოსმეტოლოგებისა და ცნობილი ქალბატონების აზრით, უმარტივეს ფორმულაშია: სვით დღის მანძილზე მინიმუმ 6 ჭიქა წყალი და ეცადეთ, რომ სახის კანი ცხელი წყლის ჭავლისგან მაქსიმალურად დაიცვათ. აგრეთვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაც ნაკლებად მიიღებთ გაზირებულ წყალს, მით უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნება თქვენი კანი და ორგანიზმი.
2 - თეთრი კბილები - თუ გსურთ, რომ ბუნებრივად გაითეთროთ კბილები, მარწყვი საუკეთესო გამოსავალია. გარდა ამისა, C ვიტამინის წყალობით კბილებს ამაგრებს და აჯანსაღებს. როგორც წესი, მას ამზადებენ შემდეგნაირად: დავჭყლიტოთ მარწყვი ისე, რომ წვენის გარკვეული ნაწილი შეინარჩუნოს და წავისვათ კბილებზე მას შემდეგ, როცა პიურის მსგავს მასას მივიღებთ. თუმცა, ამ პროცედურის შემდეგ აუცილებელია, რომ კბილები გაიხეხოთ და დარჩენილი ნაწილაკები მოიშოროთ.
3 - თუ ცხიმიანი კანი გაქვთ და ფიქრობთ, რომ ის არც ისე ლამაზად გამოიყურება, ეცადეთ, რომ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა შემადგენლობაში ალოე ვერაც შედის. მშრალი კანის შემთხვევაში კი ზოგიერთი კოსმეტოლოგი გვირჩევს ვცადოთ ბანანის, ხაჭოსა და არაჟნის ნიღბები. თუ ალერგიული ხართ, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ნიღბის მომზადებამდე ჯერ ხელზე წაისვათ მასა და გადაამოწმოთ, რადგან სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
4 - შავი წერტილების მოცილება - ეს ის პრობლემაა, რომელიც არაერთ ქალბატონს აწუხებს. ამაში ორი ჯადოსნური პროდუქტი დაგვეხმარება: რძე და ჟელატინი.
მიკროტალღურ ღუმელში გააჩერეთ იქამდე, ვიდრე პიურეს მსგავს შესახედაობას არ მიიღებს. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ჟელატინი დამდნარი იყოს. ამ მასის მისაღებად 8-10 წუთიც საკმარისი იქნება. მიღებული მასა წაისვით ცხვირზე, პრობლემურ მიდამოებში, გაიჩერეთ 5-დან 10 წუთამდე, შემდეგ კი მოიცილეთ.
პროცედურის შემდეგ უმჯობესი იქნება, რომ კანი დაიტენიანოთ.
5 - შეურიეთ ერთმანეთში ნახევარი ჭიქა რძე და წყალი. შედეგად მიიღებთ რძის ტონიკს, რომელიც ნატურალურთან მიახლოებული იქნება და საზიანო ნივთიერებებს არ შეიცავს.
მიღებული სითხით სახის კანი ჩამოიბანეთ ხოლმე. ცნობილია, რომ ამ მარტივ ხრიკს პოპულარული მოდელები იყენებენ და მათი სილამაზის ერთ-ერთ რეცეპტად ასახელებენ.