რჩევები

10 რამ, რაც აზიანებს ჩვენს ფრჩხილებს

10 რამ, რაც აზიანებს ჩვენს ფრჩხილებს
სავარაუდოდ, ბევრი ჩვენგანი უშვებს შეცდომებს ფრჩხილების მოვლისას, რაც აისახება ჩვენს თითებსა და მანიკიურზე. დროა, უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე, რომლებიც ფრჩხილებს „საიმედოდ გადამალვის“ საბაბს უქმნის.
მარაოს“ ამ სტატიაში შეიტყობთ, თუ რა აზიანებს ჩვენს ფრჩხილებს.


  • გამოიყენეთ მეტალის ქლიბი

ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენი ფრჩხილების არსენალში მოიძებნება, მეტალის ქლიბია, რომლის თავიდან მოცილებაზე, ალბათ, დიდი ხანია ფიქრობთ, თუმცა გეტყვით, რომ ყველაზე ეფექტური სწორედ ასეთი ქლიბებია, განსხვავებით ფაფუკი ქლიბებისა, რომლებიც დაზიანებულ ფრჩხილს კიდევ უფრო მეტად აზიანებს. ასე რომ, დროა, მიმართოთ მეტალის
ქლიბებს და ფრჩხილების მტვრევადობაც წარსულს ჩაბარდება.

  • ჭურჭლის რეცხვა ხელთათმანების გარეშე

ფრჩხილებისთვის არაფერია იმაზე მეტად საზიანო, როგორც სხვადასხვა სარეცხი საშუალების მოხვედრა. იმ საშუალებების ქიმიური შემადგენლობა, რომლებსაც ცხიმი ამოჰყავს ქვაბებიდან, წარმოიდგინეთ, რომ იგივე ეფექტს თქვენს ფრჩხილებზეც ახდენს. სიმშრალე, მტვრევადობა, გაყოფილი ფრჩხილები - დიახ, სწორედ სარეცხი საშუალებების შედეგია. იმისათვის, რომ მუდმივად მოვლილი და ლამაზი ფრჩხილები გქონდეთ, რეცხვის დროს აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები.

  • ფრჩხილებს იჭრით მაკრატლით

საქმე იმაშია, რომ ფრჩხილების მაკრატლით დაჭრის შემთხვევაში, უფრო უსწორმასწორო აღმოჩნდება ზედაპირი, ვიდრე ფრჩხილების საკვნეტის გამოყენებისას. შესაბამისად, გაქლიბვაზე ბევრად მეტი დრო დაგჭირდებათ. ამასთანავე, რატომ ირთულებთ ცხოვრებას? ნებისმიერი მანიკიურის სპეციალისტი მაკრატლით ფრჩხილების დაჭრაზე უარს ამბობს. იქნებ დროა, თქვენც მიბაძოთ მათ.

  • კანს იწვალებთ და იძრობთ ფრჩხილებით ან კბილებით

არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში! ასე საფრთხეს უქმნით თქვენს ფრჩხილებს და ანთებითი პროცესის წარმოქმნას უწყობთ ხელს, რაც შეიძლება ფატალურად დასრულდეს, როგორიცაა ფრჩხილის დაკარგვა. შესაბამისად, თან იქონიეთ მუდმივად ფრჩხილების საკვნეტი ან მაკრატელი.

  • არასწორად იქლიბავთ ფრჩხილებს

როგორ იქლიბავთ ფრჩხილს? ჯერ ერთი მხრიდან, შემდეგ მეორე მხრიდან ფრჩხილზე ზეწოლით? ეს არასწორია და ამ მეთოდით ფრჩხილს იზიანებთ. სწორი ალგორითმი კი გამოიყურება ასე: გაიქლიბეთ ფრჩხილები მხოლოდ ერთი მიმართულებით, ხოლო კუთხეები ფრთხილად „დააფიქსირეთ“.

  • შილაკს მეტალის ჯოხებით იხსნით

თუკი შილაკის მოხსნა მეტალის ჩხირით გადაწყვიტეთ, იცოდეთ, რომ ამ მეთოდით ხელს შეუწყობთ ფრჩხილების ზედაპირის დაზიანებას. უმჯობესია, მოიხსნათ ფოლგისა და აცეტონიანი ბამბის მეშვეობით და აუცილებლად ხის ჩხირებით.

  • არასაკმარისად დიდხანს იტოვებთ ფრჩხილებზე შილაკის მოსაშორებელ სითხეს

დამოუკიდებლად მოხსნისას გაითვალისწინეთ, რომ საკმაოდ დიდხანს უნდა გაიჩეროთ ფოლგაში გახვეული ფრჩხილები იმისათვის, რომ მარტივად მოიშოროთ ფრჩხილებიდან შილაკი და არ დაიზიანოთ ფრჩხილის საფარი. შესაბამისად, აღარ მოგიწევთ დიდხანს ზედაპირის გაქლიბვა და არც დამატებითი ძალისხმევა მათ მოსახსნელად.

  • ძალიან ღრმად იჭრით ნუნებს

ჩვენი რჩევა იქნება, რომ მოერიდოთ ზოგადად ნუნების მოჭრას, თუმცა, თუკი არ მოგწონთ და მაინც მიმართავთ ამ მეთოდს, გირჩევთ, ზედაპირულად მოიჭრათ, რომ არ დაიზიანოთ ფრჩხილი და შედეგად არ გამოიწვიოთ მისი საფარის დეფორმაცია. იდეალურია ნუნების სითხის გამოყენება, რომელიც არბილებს კანს და დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს მათი თავიდან მოცილების დროს.

  • გავიწყდებათ ლაქის ქვეშ დამცავი ბაზის გამოყენება

თუკი სახლის პირობებში ისვამთ ფრჩხილებზე ლაქს, მაშინ აუცილებლად თავდაპირველად წაისვით დამცავი ბაზა. ის იდეალურად იცავს კანს. შესაბამისად, თუ გავიწყდებათ მანიკიურის წასმამდე ბაზის გამოყენება, მაშინ აღარ გაგიკვირდეთ, როცა ლაქის მოცილების შემდეგ გაყვითლებული და დაზიანებული ფრჩხილები დაგხვდებათ.

  • იყენებთ ფრჩხილის ზედაპირზე ქლიბს

სპეციალური ფრჩხილის ზედაპირის ქლიბები საკმაოდ ლამაზად წარმოაჩენს მათ, მაგრამ დაფიქრებულხართ, როგორ აღწევს ფრჩხილი ამ შედეგს? წარმოიდგინეთ, ჯერ უხეში ზედაპირით ფრჩხილს დამცავ „ფირს“ აძრობთ, შემდეგ კი აპრიალებთ. შედეგად რა ხდება? დიახ, თხელდება ფრჩხილების ზედაპირი და უფრო მტვრევადი ხდება.

წყარო:cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი