სახის კანის მოვლა ყველაზე მნიშვნელოვანი დღის რუტინა და რიტუალია, რომელიც „გასცემს“ ჩვენს ასაკს და სილამაზეს ასაკის მატებასთან ერთად.
„მარაომ“ მოაგროვა ყველა ის მიზეზი, რომელიც იწვევს გამონაყარს, კანის დახურულ ფორებსა და შავი წერტილების გამრავლებას.
- საცხები არასწორი შემცველობით
ძალიან დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ დამატენიანებელი საცხები, ვინაიდან არასწორი შემცველობა გამოიწვევს კანზე გამონაყარს, დახურავს ფორებს და შავ წერტილებს გაამრავლებს კანზე. შესაბამისად, აუცილებლად დატესტეთ დამატენიანებლები და შემდეგ დაიტანეთ სახეზე ან მიმართეთ დერმატოლოგს და ის გირჩევთ საცხს, თქვენი კანის ტიპის მიხედვით.
სხვადასხვა ნატურალური კარაქი ხშირად კანქვეშა გამონაყარის გამომწვევი მიზეზი ხდება. მათ შორისაა კაკაოს, ნუშის და ზეთისხილის კარაქი. გამოიჩინეთ სიფრთხილე. უმჯობესია გამოიყენოთ კოსმეტიკურ საშუალებებში შერეული ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები, რაც შეამცირებს კანქვეშა გამონაყარის რისკს.
უბრალოდ წყლით ან საპნით დაბანა მხოლოდ, შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი. ხშირად დარჩენილი კოსმეტიკური საშუალებები არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით და რამდენიმე დღეში შეიძლება გამოავლინოს თავი გამონაყარის სახით. როგორ მოვიქცეთ? თავდაპირველად დაიბანეთ სახე საპნით და თბილი წყლით, შემდეგ სახეზე დარჩენილი კოსმეტიკური საშუალებების მიცერალური წყლით ან ჰიდროფილის ზეთით ჩამობანა არის საჭირო, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ წყლით ჩამოიბანეთ სახე.
მდგრადი ტონალური საცხები არ აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას. შესაბამისად, მათი გამოყენება ხშირად აბინძურებს ფორებს. თუკი აკნე აგეღნიშნებთან კანზე, არც კი იფიქროთ ტონალური საცხის გამოყენებაზე, ასე უფრო დაამძიმებთ არსებულ სიტუაციას; ხოლო თუ მაინც თქვენსას არ იშლით და გინდათ ტონალური საცხის გამოყენება, მაშინ გამოიყენეთ შედარებით თხელი სტრუქტურის მქონე - ისინი უფრო ლოიალურები არიან ჩვენი კანის მიმართ.
ჩვენი სტატიების უმრავლესობა სწორედ არასწორ კვებაზე ამახვილებს ყურადღებას, ვინაიდან მას ცუდი შედეგი აქვს არა მარტო ჩვენს აღნაგობაზე, არამედ კანზეც. ცხიმიანი საკვები, ცხარე, შემწვარი, ტკბილეული - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ცუდად აისახება ჩვენზე. თუკი ოცნებობთ სუფთა კანზე, მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული; დაივიწყეთ კარტოფილი ფრი და სტეიკები.
- თუთიის ნაკლებობა ორგანიზმში
გამონაყარის ერთ-ერთი გამომწვები მიზეზი თუთიის ნაკლებობაა. ეს ელემენტი პასუხისმგებელია არამარტო კანის სილამაზეზე, არამედ ჩვენს თმებსა და ფრჩხილებზეც, რომელიც არეგულირებს ჰორმონების ბალანსს ორგანიზმში. თუკი შენიშნეთ კანის ფორების შევიწროება, სასწრაფოდ მიაშურეთ აფთიაქს ვიტამინებისთვის!
ერთ-ერთი მიზეზი გამონაყარის, შესაძლოა, ამ ვიტამინის ნაკლებობა იყოს. ასე რომ, როგორც ზედა პუნქტში გირჩიეთ, თამამად შეგიძლიათ მიაშუროთ აფთიაქს ვიტამინების შესაძენად.
- აქტიური ღრმა წმენდის პროცედურები
ხშირი კანის პილინგი და ღრმა წმენდა ნამდვილად პრობლემაა, ვინაიდან ის უწყობს ხელს მეტი გამონაყარის, კანქვეშა ანთებითი პროცესის წარმოქმნას. იმისათვის, რომ კანი „დაიცვათ“ გაწმენდითი პროცედურებისგან, ხშირად დაატენიანეთ, ხოლო სკრაბები გამოიყენეთ 1-2 კვირაში ერთხელ.
ყველა დაავადება, როგორც ვიცით, ნერვებისგან მომდინარეობს. არც სახის კანის შემთხვევაშია გამონაკლისი. სტრესული მდგომარეობა იწვევს კანზე გამონაყარს და კანქვეშა წარმონაქმნებს. როგორ მოიქცეთ? სიმშვიდე, მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდე შეინარჩუნეთ.
წყარო:goodhouse