ნებისმიერი გოგონასთვის ნაცნობია: თუ სწორი თმა გაქვს, მისი დახვევა გინდა, ხოლო თუ ხვეული - დასწორება.
ექსპერიმენტი კარგი რამაა, მაგრამ თუ თმის მოვლას მისი ბუნებრივი ტიპის მიხედვით დაიწყებთ, ბევრად უფრო ლამაზი იქნება და დაუმორჩილებელი თმის პრობლემაც გაქრება.
ცნობილმა სტილისტმა, ანდრე უოკერმა თმის კლასიფიკაცია შეისწავლა. თქვენი თმის ტიპი რომ განსაზღვროთ, დაიბანეთ თავი, ნაზად დაივარცხნეთ სველი თმა და ყოველგვარი ფენისა და სხვა საშუალებების გარეშე დაელოდეთ მის გაშრობას.
როგორი თმის ტიპები არსებობს:
1A – თხელი და რბილი თმა, რომელსაც არ აქვს მოცულობა, სწრაფად იწეწება და ბინძურდება.
1B - საშუალო სისქის თმა, თმის ძირები საშუალოდ ინარჩუნებს მოცულობას.
1C - სქელი და ძლიერი თმა, კარგად ინარჩუნებს მოცულობას.
2A - საშუალო სისქის თმა, რომელიც ძნელად შესამჩნევ S ფორმას იღებს, არ აქვს საკმარისი მოცულობა.
2B - ბევრად უფრო მძიმე თმა, კარგადაა გამოკვეთილი S ფორმა.
2C - ტალღოვანი და ხვეული თმის ნაზავი. სხვა ტალღოვან ტიპებთან შედარებით, უფრო რთულად სწორდება და ტენიან ამინდში სწრაფად იბრუნებს პირვანდელ ფორმას.
3A - სქელი გამოკვეთილი S ფორმა. თმა აფუებისკენაა მიდრეკილი, მაგრამ თუ მას დაისწორებთ და დაივარცხნით, კარგად ინარჩუნებს სისწორეს და ბზინავს.
3B - საშუალოდ ხვეული თმა, უფრო მასიური და უხეში, რთულად სწორდება, ძალიან კარგად ინარჩუნებს ბუნებრივ ფორმას, ნაკლებადაა მიდრეკილი აფუებისკენ.
3C - ყველა წვრილი ხვეულები. წინა ვარიანტებთან შედარებით, თმის ღერი თხელია, მაგრამ მთლიანობაში მყიფე და უხეში, ამიტომ მეტად მოცულობითი ჩანს.
4A - წვრილი, სპირალისებური ფორმა, თმა თხელი, მიდრეკილია დაზიანებისკენ, ძალიან მტვრევადია.
4B - ყველაზე ხშირად თმის ღერი ზიგზაგის ფორმისაა, უხეშია ზამბარასავით.
4C - ყველაზე მოუთვინიერებელი და უხეში თმა ყველა ტიპს შორის, შესაძლოა იყოს სპირალის ფორმის ან არ ჰქონდეს გამოკვეთილი ფორმა, მისი დავარცხნა ძალიან რთულია.
დაბანა - ამ ტიპის თმას სხვა დანარჩენებზე უფრო ხშირად სჭირდება დაბანა, რადგან სწრაფად ცხიმიანდება. შეარჩიეთ მსუბუქი შამპუნები და კონდიციონერები, რომლებიც თმას მოცულობას მძიმე ზეთების გარეშე სძენენ. კარგ ეფექტს იძლევა სამკურნალო თიხის შემცველი შამპუნი.
მოვლა - სწორი თმის აფუებისგან თავის დაღწევა შეიძლება მსუბუქი დამარბილებელი სპრეის მეშვეობით.
გაშრობა - ცხელი ფენით შრობას სწორი თმა ყველაზე უკეთ იტანს, მაგრამ მაინც, უმჯობესია ცივ შრობას მიანიჭოთ უპირატესობა და გამოიყენეთ თერმული დაცვა.
ვარცხნილობა - სწორი თმისთვის საუკეთესოა კასკადური ტიპის ვარცხნილობები. 1А ტიპის თხელი თმა ხვეულ ფორმასა და მოცულობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს, მაგრამ ლამაზად გამოიყურება თუ დაწნული გექნებათ ან უკან შეკრული კუდის სახით ატარებთ.
დაბანა - მთავარი მისია - თმას შეჰმატოთ მოცულობა, არ იყოს აფუებული. გამოიყენეთ დამატენიანებელი ეფექტის მქონე შამპუნი და კონდიციონერი, თუმცა არა მძიმე: კარგი იქნება ხილის, მცენარეული, ბალახეული ექსტრაქტების შემცველობის.
მოვლა - თმა რომ არ გამოშრეს და ტენიანობა შეინარჩუნოს, ზეთი ან მსუბუქ ზეთებზე დამზადებული სპრეი, წაისვით თმის შუა ნაწილზე ან ბოლოებზე. კვირაში რამდენჯერმე თმა ღრმად დაიტენიანეთ.
გაშრობა - თმას მთლიანად ფენით ნუ გაიშრობთ: აფუებული თმა ბუნებრივ ტალღოვანებას მარტივად კარგავს. უკეთესი იქნება, თუ თმა ბუნებრივად გაშრება. ნურც ფიქსაციის ძლიერ საშუალებებს გამოიყენებთ, განსაკუთრებით 2A ტიპის თმისთვის: ის თმას ამძიმებს და უკარგავს მოცულობას.
ვარცხნილობა - შეარჩიეთ ვარცხნილობა, რომლებსაც არ აქვთ მკვეთრი ხაზები და გადასვლები, რადგან მუდმივად თმის დასწორება მოგიწევთ. ტალღების ძალიან მარტივად ფუჭდება, ამიტომ თმის შეკვრის შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ ის პირვანდელ სახეს ვერ შეინარჩუნებს.
დაბანა - აქაც ტალღოვანი თმის მსგავსად, მაქსიმალური დატენიანებაა საჭირო. შესაძლებელია, სპეციალურად ამ ტიპის თმისთვის განკუთვნილი შამპუნისა და კონდიციონერის შერჩევა - ზეთებისა და ძლიერი დამატენიანებელი კომპონენტების შემცველი. გამოიყენეთ შამპუნი, რომელიც არ შეიცავს სულფატებს.
მოვლა - გამოიყენეთ ნიღბები და კონდინციონერები, რომლებიც თმაზე რჩება და თმის ღერს საჭირო ფორმას უნარჩუნებს. ამ ტიპის თმა უმჯობესია ბუნებრივად გაიშროთ. თუ ფენის გამოყენება გიხდებათ, გრილი ეფექტი გამოიყენეთ, ფორმის შენარჩუნებისთვის ხელსაყრელია დიფუზორი. მოვლისთვის საუკეთესო ზეთებია - ჟოჟობა, ნუში, არგანი, ქოქოსი, ზეითუნი. სტილისტების რჩევაა აბრეშუმის ზეწარზე დაიძინოთ.
გაშრობა - თმა სველ მდგომარეობაში დაივარცხნეთ. ამ ტიპის თმა ცუდად იტანს დაუთოებას და უარყოფითად აისახება მის სტრუქტურაზე.
ვარცხნილობა - ასეთი თმა, რაც უფრო მოკლეა, მით მეტად იხვევა. სალონში თავიდანვე გააფრთხილეთ, რომ თმა არ დაგისველონ, რადგან ამ ტიპის თმის შემთხვევაში სწორ ფორმას მხოლოდ მშრალ მდგომარეობაში მიიღებთ.
დაბანა - მიიჩნევა, რომ ასეთი თმის ხშირად დაბანა არ შეიძლება, შამპუნი მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს. მოიწყვეთ უშამპუნო დღეები: სველ თმაზე დაიტანეთ კონდიციონერი და ჩამოიბანეთ. ეს საჭიროებისამებრს დაატენიანებს და ფრთხილად დაასუფთავებს თმას.
მოვლა - ხვეულების დასალაგებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სპრეები და ზეთები. ყურადღება მიაქციეთ თმის ბოლოებს: 4C ტიპის თმას ისინი ძალიან მტვრევადი აქვს, ამიტომ მასზე დამატებით დამატენიანებელი საშუალება უნდა წაისვათ.
გაშრობა - პირსახოცით მაქსიმალურად შეშრობის შემდეგ, გაიშრეთ დიფუზორის ცივი ჰაერის ეფექტით. თუ სველ თმას ფენით გაიშრობთ, ღერები ლამაზ ფორმას დაკარგავენ.
ვარცხნილობა - გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მოკლეა ვარცხნილობა, მით უფრო ქაოტურია ხვეულები. უფრო კომფორტულია, როცა ხვეული თმის სიგრძე მხრებამდე ან უფრო დაბლა წვდება.
წყარო: adme.ru