ჩვენ გირჩევთ, როგორი ფერის მანიკიური მოუხდება სხვადასხვა ფორმის ფრჩხილებს.
მოკლე და კვადრატული
მოგიხდებათ ღია, პასტელის ფერები, რომ ფრჩხილის ფორმა შეარბილოთ. არ შეიღებოთ კუთხეები.
მოკლე და ოვალური
მოგიხდებათ მუქი ფერები.
გრძელი და ვიწრო
კლასიკური ფერები. მოერიდეთ მკაფიო ფერებს, როგორიცაა ლურჯი, ყვითელი და ა.შ.
გრძელი და ფართო
მოგიხდებათ მუქი ფერები (ბორდოსფერი, ქლიავისფერი).
მოკლე და განიერი
შეარჩიეთ გაჯერებული ფერები.