ამინდების გამოსვლასთან ერთად,
გოგონებს ძალიან ხშირად გვიჩნდება საკუთარ გარეგნობაში სიახლეების შეტანის სურვილი, რაც საკუთარ თავზე სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტის ჩატარებით მთავრდება - ზოგი წარმატებულად, ზოგი კი საკმაოდ წარუმატებლადაც კი. განსაკუთრებით, სწორი თმის მქონე გოგონებს გამოადგებათ დღევანდელი რჩევა, რომელიც დაეხმარებათ, მარტივად, თმის დაწვისა და ყოველგვარი ექსპერიმენტის გარეშე შეიცვალონ იმიჯი და გამოიყურებოდნენ ბუნებრივად და ლამაზად.
"მარაოს" მიერ შემოთავაზებულ დღევანდელ ვიდეოგაკვეთილში ნახავთ, როგორ დავიხვიოთ თმა მარტივად, სახლის პირობებში, თმის ყოველგვარი დაზიანების გარეშე.
ამისათვის დაგჭირდებათ:
- თმის დანამვა
- საწრუპები
- ფიქსატორი
დაინამეთ თავი ან დაბანის შემდეგ დაიტოვეთ ოდნავ ნოტიოდ თმა იმისათვის, რომ ხვეულები მდგრადი და ლამაზი გამოვიდეს. შემდეგ აიღეთ თმის სასურველი ოდენობა, ხვეულების ზომის მიხედვით და შემოახვიეთ საწრუპებს. დაიმაგრეთ თავზე.
შეგიძლიათ დახვეული თმით დაიძინოთ, თუმცა რომ არ ჩამოიშალოს, უმჯობესია, თავშალი შემოიკრათ, რაც სიმდგრადეს შეუნარჩუნებს.
დილას მიღებული შედეგი კი ნამდვილად თქვენს მოწონებას დაიმსახურებს. იმისათვის, რომ დღის ბოლომდე არ დაგეშალოთ, შეისხურეთ თმის ფიქსატორი და ვარცხნილობაც მზად არის. ახლა კი თამამად შეუსაბამეთ თქვენთვის სასურველი ჩაცმის სტილი.
შედეგი გაგვიზიარეთ კომენტარებში.