რჩევები

როგორ დავმალოთ დაწეული ქუთუთოები მაკიაჟის მეშვეობით?

როგორ დავმალოთ დაწეული ქუთუთოები მაკიაჟის მეშვეობით?
თუკი დაწეული ქუთუთოები გაქვთ და ვერ იხდენთ ჩრდილებს, ბევრ დროს კარგავთ მათ წასმაზე, “მარაოს“ დღევანდელ სტატიაში გაგანდობთ რამდენიმე ხრიკს, რომლის მეშვეობითაც თვალებს გამოკვეთთ და დამალავთ დაწეულ ქუთუთოებს.

ყოველთვის დაიწყეთ პრაიმერით

  • დაწეული ქუთუთოების დროს მთავარი პრობლემა არის ჩრდილების ერთმანეთში შერევა, რაც ნაკეცებს შორის მოგროვებით გამოიხატება და შედეგად ცუდი შესახედაობის არის. ამისათვის გამოიყენეთ პრაიმერი: საქმე იმაშია, რომ მისი სტრუქტურა წებოვნებით გამოირჩევა, აფიქსირებს პიგმენტს და შედეგად კანის ცხიმს არ აძლევს საშუალებას, გააფუჭოს თქვენი მაკიაჟი.

Image result for Всегда начинай с праймера

გამოიყენეთ წყალგამძლე ჩრდილები

  • წყალგამძლე ჩრდილები სპეციალურად ისეა შემუშავებული,
    რომ ცხიმიან კანზეც კი თვალების მოსრესვის შემთხვევაშიც არ ითხაპნება და არ იცვლის ადგილმდებარეობას.

Image result for Выбирай водостойкие тени

იყურეთ წინ

  • ბევრი გოგონა თვალებზე ჩრდილის წასმის დროს ხუჭავს თვალს, რაც არ არის სწორი პრაქტიკა, ვინაიდან ჩრდილები ამ ფორმით იმალება და შედეგად, უმჯობესია გახელილ თვალზე წაისვათ, ამ ფორმით უფრო კარგად გამოაჩენთ ჩრდილს და გამოკვეთთ თვალის ჭრილსაც.

Related image

ტუშით დაფიქსირება

  • ჩრდილების წასმის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ ტუში. ასე უფრო გაზრდით ვიზუალურად თვალის ჭრილს და დაწეული ქუთუთოებიც დაიმალება.

Related image

აირჩიეთ ნათელი და კაშკაშა ჩრდილები

  • მუქი ჩრდილები დაღლილი და „დაწეული“ თვალების ეფექტს ქმნის. ამიტომ შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ მკვეთრი ფერები, რაც დამალავს დაწეულ ქუთუთოს და თვალებსაც კარგად გამოგიჩენთ.

Image result for Выбирай светлые и яркие тени

მეტი ქრომი

  • ჩრდილების წასმის დროს აირჩიეთ ქრომის ფერის ჩრდილები, ანუ ისეთი, რომელიც ფერს იცვლის და რამდენიმე ფერის მიქსს წარმოადგენს. ასე უფრო ლამაზად გამოჩნდება თვალები და მაკიაჟიც გამორჩეულად განსხვავებული გექნებათ.

Image result for Немного перламутра

სწორად წაისვით ტუში

  • წამწამების შუა ნაწილზე ტუში დაიტანეთ რაც შეიძლება მეტჯერ, ხოლო ბოლოებში ერთი ფენაც სრულიად საკმარისია. ეს მეთოდი დააბალანსებს თვალის ფორმას და დაგიმალავთ დაწეულ ქუთუთოებს.

Related image

გამოიყენეთ ბამბის ჩხირები

  • საქმე იმაშია, რომ ბამბის ჩხირები დაგეხმარებათ ჩრდილების სწორად გადანაწილებაში, ანუ წასმის შედეგად დარჩენილი ჩრდილი გადაანაწილეთ და ერთმანეთში შეურიეთ ბამბის ჩხირების მეშვეობით. ასე შექმნით ვიზუალურად მოცულობითი თვალების ეფექტს და დამალავთ დაწეულ ქუთუთოებს.
Image result for Всегда начинай с праймераImage result for Всегда начинай с праймера
წყარო:cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93