საზღვაო სეზონამდე სულ ცოტა დრო რჩება,
შესაბამისად, სასურველი საცურაო კოსტიუმის მოსახდენად არაერთ მეთოდს მივმართავთ, რომელთა შორისაა დაუსრულებელი დიეტები, ვარჯიშები, რაც საკმაოდ დამღლელია და დროს მოითხოვს.
„მარაოს“ ამ სტატიაში გაგანდობთ 7 მეთოდს, რომელიც ბრტყელი მუცლის მისაღწევად იდეალური ვარიანტია და რაც მთავარია, უკუჩვენებები არ აღენიშნება.
წესი #1. იარეთ გამართულად
- ნუ იხრებით, როდესაც დადიხართ! გამართულად სიარულის შედეგად გაქრება წელის ტკივილი და მუცლის კუნთებსაც მოიყვანთ მოქმედებაში. თუკი გავიწყდებათ წელში გამართული სიარული, შეგიძლიათ ტელეფონზე შეტყობინების ფუნქცია გაააქტიუროთ, რომელიც შეგახსენებთ ამის შესახებ.
წესი #2. დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი
- თუკი თქვენს ორგანიზმს დააკლდება სითხე, ის ავტომატურად დაიწყებს მის შეგროვებას. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამას შედეგად მუცლის არეში ზედმეტი კილოგრამების მომატება შეუძლია. აქედან გამომდინარე, არ დაგავიწყდეთ დღეში, სულ მცირე, 2 ლიტრი წყლის მიღება. სულ მალე კი თავადაც ნახავთ, თუ როგორ დადებითად აისახება ეს რიტუალი თქვენს აღნაგობასა და ორგანოების გამართულად ფუნქციონირებაზე.
წესი #3. არ იჩქაროთ ჭამის დროს
- მეტი დრო დაუთმეთ კვების დროს ულუფების საგულდაგულოდ დაღეჭვას. ამ ფორმით თავიდან აიცილებთ კუჭის პრობლემებს, რომელიც დროდადრო გამოავლენს თავს. ამასთანავე, სწრაფად კვების დროს დიდია იმის ალბათობა, რომ საკვებთან ერთად ზედმეტი ჰაერი შეისუნთქოთ, რაც იწვევს მუცლის შებერილობას.
წესი #4. გამოიყენეთ პრობიოტიკები
- პრობიოტიკები - ბაქტერიაა, რომელიც ხელს უწყობს საკვების გადამუშავებას, ასევე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აგაცილებთ თავიდან. იმისათვის, რომ ორგანიზმმა „იმუშაოს“ გამართულად, ყოველდღიურ რაციონში რძის პროდუქტების დამატებაა საჭირო, რომელიც ამ ბაქტერიებს შეიცავს. მათ რიცხვში კი შედის: იოგურტი, კეფირი, ხაჭო.
წესი #5. ისეირნეთ უფრო მეტ ხანს
- სულ ახლახან ამერიკულმა სამედიცინო ცენტრების გაერთიანებამ ჩაატარა დაკვირვება ვარჯიშებსა და 30-წუთიან ფეხით სეირნობას შორის. აღმოჩნდა, რომ სიარულს სრულიად შეუძლია ჩაანაცვლოს სავარჯიშო კომპლექტი, რომელსაც არაერთი ფიტნესდარბაზი გვთავაზობს. შესაბამისად, თუკი გინდათ, წელის გარშემოწერილობა შეამციროთ, დააწესეთ ყოველდღიური ფეხით სეირნობის რიტუალი 30 წუთის განმავლობაში, მით უმეტეს, რომ წვიმიანი და ცივი ამინდები უკან მოვიტოვეთ.
წესი #6. დაამატეთ რაციონში ვიტამინები
- ამერიკელი ექიმების მოსაზრებით, იმისათვის, რომ წელის გარშემოწერილობა შეამციროთ, აუცილებელია ვიტამინების კომპლექსის მიღება, რომელთა შორისაა B ვიტამინი და კალცი D გლუკონატი. მათ შესწევთ უნარი ორგანიზმში ისეთი ჰორმონების გამოსამუშავებლად, რომლებიც ამცირებს ცხიმის რაოდენობას მუცლის მიდამოში.
წესი #7. ისწავლეთ მოდუნება
- როდესაც თქვენი ორგანიზმი მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, ბევრი პროცესი შენელებულ კადრად გარდაიქმნება და ირღვევა. მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოდის დიდი რაოდენობით „დარტყმა“. ამიტომ არ დაგავიწყდეთ 8-საათიანი ძილი და ისეთი პროცედურების ჩატარება, რაც თქვენზე დადებითად აისახება და მოდუნებაში გიწყობთ ხელს. ამ მეთოდით დაირეგულირებთ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს და თავიდან აიცილებთ კუჭთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელთა შორის პირველი შებერილობაა.
წყარო: elle