რჩევები

მარტივი და ლამაზი ვარცხნილობები 3 წუთში ყოველდღიურობისთვის

მარტივი და ლამაზი ვარცხნილობები 3 წუთში ყოველდღიურობისთვის
გაზაფხული-ზაფხული ის პერიოდია, როდესაც ქუდებს ვემშვიდობებით და ადგილს ვუთმობთ ლამაზ ვარცხნილობებს, მათ მოხდენას სხვადასხვა კაბისა და ზედის შესაბამისად.

მარაო“ გიზიარებთ მარტივ და ლამაზ ვარცხნილობებს, რომლებისთვისაც 3 წუთზე მეტი დრო არ დაგჭირდებათ. ჩაინიშნეთ!

ქაოსური „კოსა“

  • ასეთი ვარცხნილობა 1 წუთსაც არ საჭიროებს, უბრალოდ თმის რა ნაწილიც მოგხვდებათ ხელში, შემოიხვიეთ თითზე და დააფიქსირეთ სარჭით. ვარცხნილობაც მზად არის. უხდება ჯინსებსა და თავისუფალ ზედებს.

დაყოფილი „პონი თეილი“

  • თუკი „პონი თეილის“, ე.წ. ცხენის კუდის მოყვარული ხართ, მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ რამდენიმე თმის რეზინის მეშვეობით დააფიქსიროთ, როგორც
    სურათზეა ნაჩვენები. იდეალურად ავსებს ტანზე გამოყვანილ ზედებსა და კაბებს.

Woman crush every day ✨💕💭 @mimielashiry #babe #wce #WeAreFreeSpirits #festival #inspo

დახვეწილი „პონი თეილი“

  • ხავერდი კვლავ დაბრუნდა მოდაში. შესაბამისად, „ცხენის კუდის“ ვარცხნილობის გასამრავალფეროვნებლად, შეგიძლიათ გარს შემოახვიოთ ხავერდი, რომელიც ნებისმიერ მოდურ ლუქს უხდება.

აბრეშუმის ელემენტი

  • აბრეშუმიც, ხავერდის მსგავსად, დიზაინერების წყალობით, კვლავაც აქტუალურია. იმისათვის, რომ უბრალოდ შეკრული თმა გაალამაზოთ, სრულიად საკმარისია აბრეშუმის შარფის შემოხვევა ან ნაწნავის სახით ჩაწნა და ელეგანტურად მარტივი ვარცხნილობაც მზად არის.
 On craque pour cette coiffure simple et originale. #lookdujour #ldj #braids #coloration #hairgoals #haircrush #hair #hairofig #hairdo #regram  @kirstyannehair

ნახევრად შეკრული თმა

  • ყველაზე ზარმაცებისთვის იდეალური ვარიანტი ნახევრად შეკრული თმა არის. ასეთი ვარცხნილობა ზუსტად ნახევარ წუთს საჭიროებს და მზად ხართ საღამოს მეგობრებთან შესახვედრად.

ბაფთები

  • მუდამ აქტუალურ ბაფთებს ნებისმიერი მოდური გოგონას თმის სამაგრებში იპოვით. შეგიძლიათ უბრალოდ გაშლილი თმა უცებ ბაფთის მეშვეობით ნაზ და ჰაეროვან ვარცხნილობად აქციოთ.
hair ribbons | Chanel recycled white gift box ribbon long ponytail | Girlfriend is BetterLow pony + hair ribbon.

თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

წყარო:peopletalk
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი