„მარაო“ გიზიარებთ მარტივ და ლამაზ ვარცხნილობებს, რომლებისთვისაც 3 წუთზე მეტი დრო არ დაგჭირდებათ. ჩაინიშნეთ!

ქაოსური „კოსა“
- ასეთი ვარცხნილობა 1 წუთსაც არ საჭიროებს, უბრალოდ თმის რა ნაწილიც მოგხვდებათ ხელში, შემოიხვიეთ თითზე და დააფიქსირეთ სარჭით. ვარცხნილობაც მზად არის. უხდება ჯინსებსა და თავისუფალ ზედებს.

დაყოფილი „პონი თეილი“
- თუკი „პონი თეილის“, ე.წ. ცხენის კუდის მოყვარული ხართ, მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ რამდენიმე თმის რეზინის მეშვეობით დააფიქსიროთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები. იდეალურად ავსებს ტანზე გამოყვანილ ზედებსა და კაბებს.



დახვეწილი „პონი თეილი“
- ხავერდი კვლავ დაბრუნდა მოდაში. შესაბამისად, „ცხენის კუდის“ ვარცხნილობის გასამრავალფეროვნებლად, შეგიძლიათ გარს შემოახვიოთ ხავერდი, რომელიც ნებისმიერ მოდურ ლუქს უხდება.

აბრეშუმის ელემენტი
- აბრეშუმიც, ხავერდის მსგავსად, დიზაინერების წყალობით, კვლავაც აქტუალურია. იმისათვის, რომ უბრალოდ შეკრული თმა გაალამაზოთ, სრულიად საკმარისია აბრეშუმის შარფის შემოხვევა ან ნაწნავის სახით ჩაწნა და ელეგანტურად მარტივი ვარცხნილობაც მზად არის.


ნახევრად შეკრული თმა
- ყველაზე ზარმაცებისთვის იდეალური ვარიანტი ნახევრად შეკრული თმა არის. ასეთი ვარცხნილობა ზუსტად ნახევარ წუთს საჭიროებს და მზად ხართ საღამოს მეგობრებთან შესახვედრად.

ბაფთები
- მუდამ აქტუალურ ბაფთებს ნებისმიერი მოდური გოგონას თმის სამაგრებში იპოვით. შეგიძლიათ უბრალოდ გაშლილი თმა უცებ ბაფთის მეშვეობით ნაზ და ჰაეროვან ვარცხნილობად აქციოთ.


თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
წყარო:peopletalk