რჩევები

როგორ გამოვიყურებოდეთ 30 წლის გოგოსავით 52 წლის ასაკში - სილამაზის საიდუმლო სინდი კროუფორდისგან

როგორ გამოვიყურებოდეთ 30 წლის გოგოსავით 52 წლის ასაკში - სილამაზის საიდუმლო სინდი კროუფორდისგან
ყოფილი მოდელი და დედა - სინდი კროუფორდი საუბრობს თავის მოვლასა და სილამაზის საიდუმლოებებზე, თუ როგორ გამოიყურებოდეთ 52 წლის ასაკში 30 წლის გოგოსავით.
Related image
90-იანი წლების ტოპ-მოდელი სინდი კროუფორდი, თავისი ასაკის მიუხედავად, არასდროს ამბობს უარს გულახდილ ფოტოსესიებზე, მოკლე შორტებზე, ბიკინებსა და სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაზე. შესაბამისად, ბევრს უჩნდება კითხვა, რა პროცედურებს იტარებს მოდელი იმისათვის, რომ გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად?

მარაო“ წარმოგიდგენთ მაღალანაზღაურებადი ტოპ-მოდელის ინტერვიუს „The Cut“-სთვის.
Image result for cindy crawford

დილა

  • „მე ვცხოვრობ მალიბუში, სანაპიროსთან ახლოს. ამიტომ დილას, გაღვიძებისთანავე რასაც ვაკეთებ, პირველ რიგში, გავდივარ გარეთ.
    ვტკბები ოკეანის ყურებითა და მზის ამოსვლით - ამას ყოველ დილას ვაკეთებ. ეს დღის ის მონაკვეთია, როდესაც არავინ მაწუხებს და შემიძლია დავიმუხტო მთელი დღისთვის საჭირო ენერგიით. კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ვსვამ სმუზებს. თუკი ვმოგზაურობ, ადგილზე მიტანის სერვისით ვსარგებლობ, ხოლო როცა სახლში ვარ, დამოუკიდებლად ვამზადებ. სმუზის მოსამზადებლად ვიყენებ ნუშის რძეს, ბანანის ნაჭერს, პიტნას, კაკაოს, მწიკვ იაპონურ ჩაი მატჩას ფხვნილის სახით და ცოტა პროტეინს“.
Related image

სპორტზე

  • „ჩვეულებრივ, ჩემი ვარჯიში 20-წუთიანი კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშებია. კარდიოებიდან მიყვარს ბატუტზე ხტომა, სარბენი ბილიკი, ელიპსი და სწრაფი ტემპით სიარული სუფთა ჰაერზე. ჩვენ გვაქვს კიბე სახლიდან სანაპირომდე. ვრთავ აუდიოწიგნს და 20 წუთის განმავლობაში ამ კიბეებზე ავდივარ და ჩავდივარ. კარდიოვარჯიშებს ვუთმობ კვირაში 3 საათს; შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში მარტივ ვარჯიშებს ვაკეთებ, როგორიცაა აზიდვები, ჩაჯდომები. კვირაში ერთხელ ჩემს დაქალთან ერთად მთამსვლელობით ვარ დაკავებული“.

Image result for cindy crawford

ჯანსაღი ცხოვრების წესზე

  • „ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს არის ბალანსი. მე არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომელიც ერთ გამოტოვებულ ვარჯიშზე მწუხარებას გამოთქვამს. ჩემს ცხოვრებაში ბალანსი ნიშნავს იმას, რომ მქონდეს დრო მეგობრებისთვის, ოჯახისთვის, ქველმოქმედებისთვის, საკუთარი თავისა და სამსახურისთვის. როდესაც ვგრძნობ, რომ სწორად ვანაწილებ დროს, ძალიან ბედნიერი ვარ“.
Related image

რეჟიმზე

  • „როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მხოლოდ აღნაგობა მაღელვებდა. ვფიქრობდი, რომ თუკი ვიწრო ჯინსებში ჩავეტეოდი, მაშინ მშვენივრად გამოვიყურებოდი. ახლა კი კვირაში 5 დღე ვვარჯიშობ იმისათვის, რომ ფორმაში ვიყო. ეს სრული სიგიჟეა, თუმცა ჩემი დაქალი მეუბნება, რომ ასაკის მატებასთან ერთად ფორმების შენარჩუნება ძალიან რთულია. შესაბამისად, მუდმივად ვარჯიში მიწევს. როდესაც კალიფორნიაში ვარ, ამ რეჟიმს მკაცრად ვიცავ, თუმცა, როცა კაიას დავყვები საზღვარგარეთ ჩვენებებზე, მხოლოდ ხანგრძლივი სეირნობით ვანაცვლებ ამ რეჟიმს“.

Related image

ფიზიკურ ფორმებზე

  • „სამოდელო ბიზნესში არ განიხილავენ მოდელის პიროვნებას, ის ან უხდება სამსახურს, ან არა, თუმცა ეს საკმაოდ დიდი მოტივაციაა. ზუსტად მაგ პერიოდში, 20 წლის ასაკში დავიწყე საკუთარ ფორმებზე მუშაობა. 28 წლის ასაკში კანზე ზრუნვა დავიწყე, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვის არ მექნება 20 წლის გოგოს სახის კანი. კვირაში ერთხელ კოსმეტოლოგთან ვიზიტი მქონდა დაგეგმილი; დავკავდი სპორტით, ავიყვანე პირადი მწვრთნელი - და ეს ყოველივე იყო ჩემი სამსახურის ნაწილი“.
Image result for cindy crawford

ასაკზე

  • „ასაკის მატებასთან ერთად ყველაფერი იცვლება: თმა, კანი, აღნაგობა. მეც საკუთარ თავზე ვმუშაობ და ვაცნობიერებ, რომ 52 წლის ვარ, ფორმების შენარჩუნება და მუდმივად ფორმაში ყოფნა საკმაოდ რთულდება უფრო და უფრო. თუმცა ვუყურებ ჩემს მეგობრებს და ვხვდები, რომ ისინი ძალიან ლამაზები არიან. გარეგნობაზე არ მაქვს საუბარი. ასეთ დროს ვხვდები, რომ ქალები საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკულები უნდა იყვნენ“.

Image result for cindy crawfordImage result for cindy crawford

წყარო:elle
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93