ზეთისხილის ნიღაბი, სკრაბი და გაუხეშებული ქუსლების მოვლის საშუალება სახლის პირობებში - Marao

ზეთისხილის ნიღაბი, სკრაბი და გაუხეშებული ქუსლების მოვლის საშუალება სახლის პირობებში

2019-05-21 15:38:20+04:00

ყველა გოგონას უნდა, გამოიყურებოდეს იდეალურად, მოვლილი კანი კი ნამდვილად ბევრ ძალისხმევას საჭიროებს. ჩვენც არ ვიშურებთ ძალებს სკრაბების, ნიღბებისა და ეთერზეთების ეფექტურად გამოსაყენებლად.
Image result for Рецепты средств по уходу с оливковым маслом

„მარაოს“ დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ 6 ეფექტურ საშუალებას ზეითუნის ზეთის გამოყენებით, რომლის შედეგიც პირველი გამოყენებიდან იქნება სახეზე.

Средство для ресниц и век

დამატენიანებელი ნიღაბი

  1. 2 სუფრის კოვზი ავოკადოს პიურე
  2. 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • გამოყენების წესი: შეურიეთ ერთმანეთს ავოკადოს პიურე და ზეითუნის ზეთი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ წაისვით სახესა და დეკოლტის მიდამოებში თანაბრად. გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. საკმარისია კვირაში 2-ჯერ მსგავსი პროცედურის ჩატარება და შედეგსაც მალე შენიშნავთ.
Средство для ресниц и век

საშუალება წარბებისა და წამწამებისთვის

  1. 1 კონა ოხრახუში
  2. 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • გამოყენების წესი: ოხრახუში დააბლენდერეთ და შეურიეთ ზეითუნის ზეთი. ნიღაბი დაიტანეთ წარბებსა და წამწამებზე და ბამბის დისკებით დაფარეთ. წამწამებზე წასასმელად გამოიყენეთ ახალი ტუშის ფუნჯი, რომლის მეშვეობითაც მარტივად გადაანაწილებთ. 15 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ 2 დღეში ერთხელ.
Бальзам для волос

თმის ნიღაბი

  1. 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  2. 1 კვერცხის გული
  3. 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • გამოყენების წესი: ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და დაიტანეთ მშრალ, დასაბან თმაზე. შემდეგ შეიფუთეთ თავი პოლიეთილენის პარკით, შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ 1 საათით. დაიბანეთ ჩვეულებრივ, შამპუნის და ბალზამის საშუალებით, შედეგად კი მიიღებთ გაჯანსაღებულ თმას მტვრევადი ბოლოების გარეშე.
Скраб для тела и лица

სახის და ტანის სკრაბი

  1. 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  2. 2 სუფრის კოვზი დაფქული ყავა
  3. 4 სუფრის კოვზი შაქარი
  4. რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი
  • გამოყენების წესი: აურიეთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შხაპის მიღების დროს დაიტანეთ სახესა და ტანზე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდეგ წაისვით დამატენიანებელი საცხი.
Средство для кожи стоп

სკრაბი გაუხეშებული ფეხის ქუსლებისთვის

  1. 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • გამოყენების წესი: ღამით, დაწოლამდე წაისვით გამომშრალ, გაუხეშებულ ქუსლებზე ზეითუნის ზეთი და ამოიცვით ბამბის წინდები. კვირის ბოლოს შენიშნავთ გაუმჯობესებულ კანს, ასე კი დაზოგავთ თქვენს ფინანსებს და სალონურ ეფექტს უმოკლეს ვადებში მიიღებთ.
Image result for Рецепты средств по уходу с оливковым маслом

ხელის ნიღაბი

  1. 1 ცალი საშუალო ზომის ბანანი
  2. 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • გამოყენების წესი: დააბლენდერეთ ან ჩანგლის მეშვეობით დაჭყლიტეთ ბანანი, შეურიეთ ზეითუნის ზეთი და მიღებული მასა წაისვით ხელებზე. გაიჩერეთ 20 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდეგ წაისვით დამატენიანებელი საცხი. ამ მეთოდით ხელის კანი ბავშვის კანივით ნაზი გახდება.
Image result for Рецепты средств по уходу с оливковым маслом

ყველა მოცემულ ნიღაბსა და სკრაბზე ერთი პატარა ზომის ზეითუნის ზეთის ბოთლი დაგჭირდებათ, რაც დამეთანხმებით, ნამდვილად დაბალბიუჯეტურია და დაგიზოგავთ სალონში ვიზიტის საფასურს.

შედეგი გაგვიზიარეთ.

Related image

წყარო:sovkusom