რჩევები

სახის კანის დაჭიმვა სახლის პირობებში, მარტივად - 7 ნიღბის რეცეპტი

სახის კანის დაჭიმვა  სახლის პირობებში, მარტივად - 7 ნიღბის რეცეპტი
ასაკის მატებასთან ერთად სხეულის და სახის კანის ცვლილებები გარდაუვალია, თუმცა დაბერების პროცესის შენელება ნამდვილად არ არის ცუდი იდეა, რასაც ყველა ქალბატონი ემხრობა. ამბობენ, რომ ნებისმიერ ასაკში საკუთარი თავის მიღება უნდა შეგეძლოს ისეთად, როგორიც ხარ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელები უნდა ჩამოუშვა და არ მიხედო თავს.
домашняя маска для лица
ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ სახის მასაჟებს Е ვიტამინის მეშვეობით, რომელიც სახლის პირობებშიც მარტივი პროცედურაა.
Image result for 7 домашних масок для подтяжки лица
მარაოს“ დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ გამოცდილ ნიღბებს, რომლებიც სახის კანის დაჭიმვაში დაგეხმარებათ. ამასთანავე, არ არის საზიანო და
დაზოგავთ სალონში ვიზიტის თანხებს.

7 ნიღაბი სახის კანის გასამკვრივებლად
Related image

არაჟნის ნიღაბი

  • სახლის პირობებში ამ ნიღბის დასამზადებლად აიღეთ ცხიმიანი არაჟანი, ერთი სუფრის კოვზი რძის პროდუქტი, ჩაის კოვზ ლიმონის წვენს შეურიეთ, დაიტანეთ სახეზე ნახევარი საათით. შემდეგ პროცედურაზე დაამატეთ რამდენიმე წვეთი ფორთოხლის ან ლავანდის ეთერზეთი.

домашняя маска из сметаны для лица

შვრიის ნიღაბი

  • ეპიდერმალური შრის გასამყარებლად 100 მილიგრამ მდუღარე წყალში რამდენიმე სუფრის კოვზი შვრია ჩაყარეთ, დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის გული და თვალის ზომით შედარებით თხევადი თაფლი. დატოვეთ 20 წუთით, შემდეგ მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე ნახევარი საათით. სახე ჩამოიბანეთ რძის მეშვეობით.

домашняя маска из овсянки для лица

კვერცხის გულის ნიღაბი

  • ჩვეულებრივი კვერცხის გული კანს სიმკვრივეს ანიჭებს და სახის ლიფტინგიც პირველივე გამოყენებიდან გარანტირებულია. 0.5 ჩაის კოვზ Е ვიტამინს დაუმატეთ კვერცხის გული და რამდენიმე წვეთი ფორთოხლის ან ლიმონის წვენი. დაიტანეთ მიღებული მასა სახეზე, კისერსა და დეკოლტეს მიდამოზე სახის მასაჟის ნელი მოძრაობით. როცა შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი.

домашняя маска из сахара для лица

შაქრის და კვერცხის გულის ნიღაბი

  • სწრაფი, გამაახალგაზრდავებელი ეფექტისთვის გამოიყენეთ შემდეგი ნიღაბი: ათქვიფეთ კვერცხის გული ჩაის კოვზ შაქართან ერთად. წრიული მოძრაობით დაიტანეთ სახეზე და დაიტოვეთ კანზე 7 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიტანეთ საცხი.

домашняя маска из белка для лица

ბანანის ნიღაბი

  • ეს ნიღაბი იდეალურია სახის კანის გასამკვრივებლად სახლის პირობებში. რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის და ამასთანავე, კანს ავსებს საჭირო ინგრედიენტებით. ნახევარი მწიფე ბანანი ჩანგლის მეშვეობით დაჭყლიტეთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ათქვეფილი ნაღები, შეურიეთ ერთმანეთს ერთგვარი მასის მიღებამდე, დაუმატეთ Е ვიტამინის კაფსულა და დაიტანეთ 15 წუთით.

домашняя маска из банана для лица

თაფლის ნიღაბი

  • სახის კონტურის აღსადგენად და კანის დასატენიანებლად 2 სუფრის კოვზი თხევადი თაფლის, ათქვეფილი კვერცხის გულის და ნახევარი ავოკადოს ერთმანეთში შერევით მიიღებთ მასას, რომელიც უნდა დაიტანოთ სახეზე 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ. პირველივე გამოყენების შემდეგ კანი გახდება რბილი, პრიალა და ელასტიკური.

домашняя маска из мёда для лица

კარტოფილის სახამებლის ("კრახმალის") ნიღაბი

  • ამ სახამებლის სასარგებლო თვისებები ბებიების თაობიდან მოყოლებული ვიცით. მას ხშირად იყენებენ სახლის პირობებში კანის გასამკვრივებლად. ერთი სუფრის კოვზი სახამებელი 100 მილიგრამ ცივ წყალში გახსენით, დაუმატეთ 150 გრამი ადუღებული წყალი და მოურიეთ ბლანტი მასის მიღებამდე. დაუმატეთ სუფრის კოვზი არაჟანი და 5-ჯერ მეტი სტაფილოს წვენი. დაიტანეთ 20 წუთით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

домашняя маска из крахмала для лица
შედეგი გაგვიზიარეთ.

Image result for 7 домашних масок для подтяжки лица
წყარო:sovkusom
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93