ზოგიერთის მოსაზრებით, ლამაზი ქალბატონების ეპოქა სწორედ მაშინ ჩაბარდა წარსულს,როდესაც მოდაში შემოვიდა ბოტოქსი და იმპლანტები, ხოლო თანამედროვე სამყაროში უკვე აღარ „აწარმოებენ“ მერილინ მონროს, ოდრი ჰეპბერნის და ელიზაბეტ ტეილორის მსგავს სილამაზის ეტალონებს, თუმცა, ზოგიერთების შეხედულებით, თანამედროვე ლამაზი ქალბატონების სიის სათავეში კეიტ მიდლტონი იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იყო მშვენიერი ასაკის მატებასთან ერთად ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე.
„მარაოს“ დღევანდელ სტატიაში გაგანდობთ კემბრიჯის ჰერცოგინიას სილამაზის 7 საიდუმლოს.
ასკილის ზეთი
- როდესაც პრესამ გაარკვია იმის შესახებ, რომ კეიტ მიდლტონი მშობიარობის შემდეგ კანის დასატენიანებლად და ნაოჭების საწინააღმდეგოდ ასკილის ზეთს იყენებდა, ბრიტანეთის მასშტაბით ყველა მაღაზიაში არსებული ასკილის ზეთი მომენტალურად გაიყიდა. ახლაც კი, სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 20 წამში ბრიტანელები ასკილის ზეთს იძენენ.
კვება
- კეიტი იკვებება ყოველ 4 საათში ერთხელ. მისი კვების რაციონი შედგება თევზისგან, ხორცისგან, ავოკადოსა და ნიგვზისგან. სასმელებიდან, როგორც ნამდვილი ინგლისელი, კემბრიჯის ჰერცოგინია უპირატესობას ანიჭებს ჩაის რძესთან ერთად. ამასთანავე, დღის განმავლობაში სვამს 1.5 ლიტრ წყალს. ზოგჯერ თავს ანებივრებს იტალიური პიცით და აღიარებს კიდეც, რომ პიცა მისი სისუსტეა.
განტვირთვის დღე
- იმისათვის, რომ ორგანიზმი გაიწმინდოს ზედმეტი ტოქსინებისა და შლაკებისგან, პრინც უილიამის ცოლი განტვირთვის დღეებს უწყობს ორგანიზმს კვირაში ერთხელ, მხოლოდ მწვანილის, ხილის, ბოსტნეულისა და წყლის მეშვეობით.
შვრიის ფანტელები
- კეიტ მიდლტონი იყენებს მათ კანის დატენიანებისა და სირბილის მისანიჭებლად. ერთი ჭიქა შვრიის ფანტელი მარლის ნაჭერში გაახვიეთ და ჩაუშვით აბაზანაში, აავსეთ წყლით. შხაპის მიღების შემდგომ ფანტელები დაგხვდებათ აფუებული. მიღებული მასა ტანის სკრაბის სახით დაიტანეთ მთელ სხეულზე, შემდეგ კი გადაივლეთ წყალი.
შოკოლადის პასტა
- ეს პროდუქტი შეიცავს პალმის ზეთს და ამინომჟავას, რაც კანის სიგლუვეს უზრუნველყოფს. უნდა დაიტანოთ თხელი ფენა კანზე და აცადოთ გაშრობა. შემდგომ ხელის წრიული მოძრაობით ჩამოიბანეთ.
ავოკადო
- კეიტ მიდლტონის აღნაგობა მშვენიერია ავოკადოს ყოველდღიურ რაციონში დამატებით. მას ასევე იყენებს ფეხების სიმშრალის თავიდან აღმოსაფხვრელად. ავოკადოს შიგთავსი შეურიეთ ბანანს, დაიტანეთ ფეხის ძირებზე, ამოიცვით თბილი წინდები და გაიჩერეთ 20 წუთით.
ყავა
- ეს პროდუქტი სწრაფად აშორებს თვალის ქვეშ არსებულ სიშავეს ანტიოქსიდანტების მეშვეობით და ანთების საწინააღმდეგო საშუალებასაც მოიცავს ამავდროულად. შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი უნალექო ყავა თვალის გარშემო წასასმელ საცხს და დაიტანეთ 10 წუთით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.