გამაახალგაზრდავებელი თვისებები, კანის საფარის აღდგენა და ანტიოქსიდანტური ეფექტი - ეს ყველაფერი დაფნის ფოთლითაა შესაძლებელი.
- დაფქვით 8 გ დაფნის ფოთოლი. დაასხით 100 მლ ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ 2 ს/კ შვრიის ფანტელი. დააფარეთ ჭურჭელს თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ.
დაფნის ფოთლის სარგებელი კანისთვის
- როდესაც ფანტელი გაფუვდება, ნიღაბი გასუფთავებულ სახის კანზე და ყელის არეში დაიტანეთ. გაიჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ.
პროცედურა კვირაში ორჯერ გაიმეორეთ.
ნახარში პრობლემური ტიპის კანისთვის
- აადუღეთ 100 მლ წყალი. დაუმატეთ 10 გ დაფქული დაფნის ფოთოლი და ხარშეთ 2 წთ.
- დადგით ნაყენი და დააცადეთ გაცივება.
- გაატარეთ ბადეში, რომ გაიფილტროს.
- გამოიყენეთ ტონიკის ნაცვლად, დღეში ერთხელ, 1 კვირის მანძილზე.
როგორ გამოვიყენოთ დაფნის ფოთოლი
- როდესაც ლოსიონი კანში შეიწოვება, კრემი წაისვით. ნაყენი მაცივარში შეინახეთ.
ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის
ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალური მუშაობისთვის, დაფქვით 5 ცალი დაფნის ფოთოლი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დადგით 2 სთ. გაატარეთ საწურში და დაუმატეთ 2 ს/კ სპირტი და ლიმონის წვენი.
გაიწმინდეთ კანი დილა-საღამოს.
დაფნის ფოთოლი კანს გააჯანსაღებს და დაბერების პროცესებს შეუშლის ხელს.