რჩევები

5 ნიშანი, თუ როგორ ამოვიცნოთ სილიკონის მკერდი

5 ნიშანი, თუ როგორ ამოვიცნოთ სილიკონის მკერდი
პლასტიკურ ქირურგიას უკვე ბევრი ქალი მიმართავს.
თანამედროვე რეალობაში ეს გასაკვირი არ არის. თუმცა, თუკი იმ კატეგორიას განეკუთვნებით, რომელიც უპირატესობას ნატურალურ მკერდს ანიჭებს, ჩვენ გასწავლით 5 მეთოდს, თუ როგორ გაარჩიოთ სილიკონის მკერდი ნამდვილისგან.

ისინი ერთმანეთთან საკმაოდ ახლო მანძილზეა

ქალის მკერდს შორის ფიზიოლოგიურად უნდა იყოს 5-8 სმ დაშორება. თუკი იღლიების მხრიდან ხდება იმპლანტების ჩასმა, მკერდს შორის მანძილი ფაქტობრივად არ რჩება. ამიტომ, თუკი დააპირებთ მკერდის ზომის ცვლილებას სილიკონების მეშვეობით, საბოლოო შედეგის დროს დააკვირდით, რამდენად ახლოს არის ერთმანეთთან.

საკმაოდ დიდ
სიმაღლეზეა აწეული

ფიზიოლოგიურად სარძევე ჯირკვლები დაახლოებით იღლიების გასწვრივ არის, ხოლო ბიუსტი, სიმძიმიდან გამომდინარე, დაბლა იწევს. ეს ნორმად ითვლება, რა თქმა უნდა. თუკი შეამჩნიეთ, რომ მკერდი საკმაოდ მყარად არის დაფიქსირებული და იღლიების სიმაღლეზეა, დარწმუნებული იყავით, რომ ქირურგის ხელი ურევია.

შესამჩნევი ნაიარევი

ოპერაციის შემდეგ ნაიარევი რჩება. იღლიებთან კი განსაკუთრებით შეინიშნება. შესაბამისად, ზაფხულში იღლიებზე ნაიარევი იმის მანიშნებელია, რომ პლასტიკურ ქირურგიას მიმართეს.

ზედმეტად მრგვალია

ნორმალური მკერდის ფორმა ჰგავს წვეთს ან მსხალს. თუკი თქვენს მეგობარს ნესვის ფორმის მკერდი აქვს, ეს უდავოდ იმპლანტების დამსახურებაა. შესაბამისად, გოგონებმა იციან ეს და ამიტომ უპირატესობას მრგვალი მკერდის ნაცვლად წვეთის ფორმის მკერდს ანიჭებენ. ამიტომ თუკი ლამაზი წვეთის ფორმა აქვს, სულაც არ გამორიცხავს ეს ფაქტი სილიკონებს.


მათ შეუძლიათ ხმის გამოცემა

არსებობს არა მარტო სილიკონის იმპლანტები, არამედ მარილის ხსნარით სავსე იმპლანტებიც. მათში რჩება "ჰაეროვანი ჯიბე", რომელიც მოძრაობის დროს სრულ სიჩუმეში ხმას გამოსცემს. ამასთანავე, შეხებაზეც შესაძლოა იგრძნოთ განსხვავება.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30