რჩევები

5 რჩევა: როგორ გავისწოროთ ტალღოვანი თმა ისე, რომ არ დავაზიანოთ

5 რჩევა: როგორ გავისწოროთ ტალღოვანი თმა ისე, რომ არ დავაზიანოთ
სტილისტები გვირჩევენ როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ თმის გასწორება გვსურს და ამავდროულად არ გვინდა თმა გავინადგუროთ- აქ ნახავთ ისეთ რჩევებსაც, რაც თქვენს თმას დაბანის შემდეგ სჭირდება.
  1. ნუ დაგენანებათ- აუცილებლად შეიჭერით თმის ბოლოები, რომლებიც გამომშრალი და გაყოფილია.
  2. თმა ცხელი წყლით არ დაიბანოთ. რაც უფრო გრილი იქნება წყალი მით უკეთესი თქვენთვის, რადგან ცხელი წყალი თმას აზიანებს. დაბანის შემდგომ კი თმაზე ცივი წყალი 5 წამის განმავლობაში გადაივლეთ.
  3. სწორად შეარჩიეთ შამპუნი. თქვენთვის ოპტიმალურია ისეთი შამპუნი და კონდიციონერი, რომელიც თმას დაგირბილებთ. შესაბამისად სწორედ
    დამარბილებელი ეფექტის მქონე შამპუნი უნდა იკითხოთ. მსგავსი შამპუნის გამოყენების შემდეგ თმის გასწორება უფრო გაგიადვილდებათ. უპირატესობა მიანიჭეთ უსულფატო ვარიანტებს. რეკომენდებულია მკვებავი ზეთოვანი დანამატებით, ქოქოსის, ავოკადოს შემადგენლობით.
  4. ფრთხილად გაიშრეთ. არასდროს შეიშროთ თმა პირსახოცის ძლიერი მოძრაობით. ასე შესაძლებელია, რომ დაუზიანებელი თმის ძირებიც გაინადგუროთ.
  5. ფენს მტრად ნუ გაიხდით. ასევე არ გამოიყენოთ სხვა, ფენის მსგავსი ტექნიკა, რომელიც ცხელ ჰაერს გამოყოფს. ცხელი ჰაერი თმას ძალიან აზიანებს და ცვენას ხელს კიდევ უფრო უწყობს. თუ მაინც გიწევთ, რომ ფენით გაიშროთ, მაშინ ის დაბალზე ჩართეთ და არა მაქსიმალურზე. ასეთ შემთხვევაში ცხელი ჰაერი თმას ნაკლებად მოხვდება.

წყარო: cosmo.ru
ბეჭდვა
e87a93