თეთრი და ჯანმრთელი კბილები ყველა ადამიანის ოცნებაა, თუმცა ეს საკმაოდ რთულად მისაღწევია, განსაკუთრებით, მწეველებისთვის. რადგან მოწევა იწვევს ნადებს კბილებზე, მწეველებს ახასიათებთ არასასიამოვნო სუნი და შეგრძნება პირის ღრუში. მოწევა დროთა განმავლობაში იწვევს ღრძილებისა და პერიოდონტალურ დაავადებებს, რაც საბოლოოდ პირის ღრუს ანთებაში გადაიზრდება ხოლმე. აღნიშნული გაღიზიანება გავლენას ახდენს ძვლისა და კბილის სტრუქტურაზეც. საბოლოო შედეგი კი კბილის დაკარგვაა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით მწეველებს კბილების განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. გთავაზობთ რჩევებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც შეძლებთ, რომ თეთრი და ჯანმრთელი კბილები შეინარჩუნოთ.
- გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ ფლორიდის (fluoride) შემცველი კბილის პასტით. ყურადღებით შეარჩიეთ კბილის ჯაგრისიც. ჯაგრისის ფორმა და სტრუქტურა ისეთი უნდა იყოს, რომ კბილის პასტამ მაქსიმალური შედეგი მოგიტანოთ.
- სპეციალურად მწეველებისთვის კბილის პასტების ერთ-ერთმა წამყვანმა ავსტრალიურმა მწარმოებელმა White Glo-მ შექმნა მათეთრებელი ფორმულა. ის ფლორიდით განსაკუთრებულად მდიდარია და ამავდროულად, შეიცავს დიატომიტს. ეს სპეციალური ფორმულა კბილებიდან თამბაქოს ნადების მოსაშორებლად და სუნთქვის გაუმჯობესებისთვისაა შექმნილი. მისი მიკროკრისტალები კბილიდან თამბაქოთი გამოწვეულ სიყვითლესა და ლაქებს აშორებს. ის სრულიად უსაფრთხოა კბილებისთვის ყოველდღიურად გამოსაყენებლად. White Glo-ს ყველა შეფუთვას მოყვება კბილის ჯაგრისი და ჩხირი.
- სპეციალური ჩხირით ყოველდღიურად გაისუფთავეთ კბილები. ის აუცილებელია კბილის მიუწვდომელი ადგილების საჭმლის ნარჩენებისგან გასანთავისუფლებლად. თუ კბილები მაქსიმალურად სუფთა იქნება, თამბაქოს მავნე ზეგავლენა ნაკლები იქნება.
- სტომატოლოგთან პერიოდული კონსულტაცია აუცილებელია, რადგან მწეველების პირის ღრუ და კბილები დამატებითი რისკის ქვეშაა და გართულებების თავიდან აცილებისა და რისკები დაზღვევის მიზნით, აუცილებელია სტომატოლოგის კონსულტაცია.
- როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, თამბაქო კბილებისთვის დამატებითი ზიანის მომტანია. ამიტომ კბილის დაზიანების რისკი ძალიან რომ არ გაიზარდოს, მნიშვნელოვანია, რომ შეამციროთ სხვა მავნე პროდუქების მიღება. ასეთია ტკბილეული და ტკბილი სასმელი.
- სპეციალურად მწეველებისთვის განკუთვნილ კბილის პასტასთან ერთად, სასურველია, თუ პერიოდულად კბილების გასათეთრებლად საჭმელი სოდისა და წყალბადის ზეჟანგის ნაზავს გამოიყენებთ. ერთი კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ კბილები ამ ნაზავით გაიხეხეთ და თქვენი კბილები ზედმეტი ნადებისგან განთავისუფლდება.