მარილის სახის ნიღბები კანის გასაახალგაზრდავებლად - Marao

მარილის სახის ნიღბები კანის გასაახალგაზრდავებლად

2019-09-21 10:00:28+04:00

ბებიის რეცეპტით მომზადებული
ნიღბები საკმაოდ ეფექტური და დაბალბიუჯეტურია. შესაბამისად, ქალების დიდი ნაწილი სწორედ ამ მეთოდით დამზადებულ ნიღბებს ანიჭებს უპირატესობას.

სილამაზის შენარჩუნება ასაკის მატებასთან ერთად ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია. დღეს გვინდა გადაგიყვანოთ წარსულში: იმ ეპოქაში, სადაც დღევანდელობისგან განსხვავებით, საერთოდ არ იყო დიდი რაოდენობით თავის მოვლის კოსმეტიკური საშუალებები.

уход за кожей лица

ელისაბედ I სამეფო ტახტზე ბრწყინვალებისთვის იყენებდა თავის მოვლის საშუალებას, სახელწოდებით „სამი ჭიქა“. დედოფალი გამოიყურებოდა თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდულად, რის გამოც ხშირად ელისაბედს ჯადოქრობას მიაწერდნენ.

Маска для лица Три чашки

„მარაოს“ რედაქცია გიზიარებთ „სამი ჭიქის“ საიდუმლოს სახის კანის გასაახალგაზრდავებლად.

სახის ნიღაბი „სამი ჭიქა“

  • ჭიქა #1 - შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი 2 სუფრის კოვზ შვრიას.
  • ჭიქა #2 - 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ 2-3 ჩაის კოვზ თაფლსა და 3 სუფრის კოვზ გახეხილ ვაშლს. თუ მშრალი კანი გაქვთ აიღეთ ტკბილი ვაშლი, ხოლო თუ ცხიმიანი - მჟავე.
  • ჭიქა #3- 1 ჭიქა რძეში გაურიეთ 1 სუფრის კოვზი მარილი
комплекс по уходу за кожей лица

როგორ დავიტანოთ სახეზე ნიღაბი?

Image result for Омолаживающая маска для лица

  • პირველი ჭიქიდან ნიღაბი სუფთა კანზე დაიტანეთ, სახის წრიული მასაჟის მეშვეობით. დაიტოვეთ 5-7 წუთით, ზემოდან დაუმატეთ ვაშლის ჭიქა, კვლავ ხელის წრიული მასაჟის საშუალებით გაათანაბრეთ და გაიჩერეთ 5-7 წუთით.
  • ჩამოიბანეთ ნიღაბი ბამბის ღრუბლების მეშვეობით.
  • დაიტანეთ სახეზე მარილის ჭიქა #3 და გაიჩერეთ 3-5 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი.

Image result for Омолаживающая маска для лица

ამბობენ, დედოფალი გვირილის ნაყენს და ზეთისხილის ზეთსაც ხშირად სახის კანზე მეტი სიგლუვისთვის იყენებდა.

თუმცა მსგავსი პროცედურების ჩატარებამდე აუცილებლად შეამოწმეთ საკუთარი კანი ალერგიულობაზე და არ დაგავიწყდეთ, რომ სახლის პირობებში მოვლა არაფრით ჩამოუვარდება სალონურ საშუალებებს.

Image result for Омолаживающая маска для лица

წყარო: sovkusom