შვებულების დროს გინდა, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, მათ შორის, მანიკიურიც.
1. ფორმის შერჩევა
- ოვალური ფრჩხილები იდეალური ვარიანტია. შეგიძლია ნებისმიერი ფორმა შეარჩიო, მაგრამ როგორც ექსპერტი, ოვალურ ან ნუშის ფორმის ფრჩხილებს გირჩევ.
- კვადრატული ან ფართო - შესაძლებელია როგორც მკაფიო კვადრატი, ასევე რბილი. მაგრამ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინება. ”ნიჩბების” ეფექტი თავიდან რომ აიცილო, ფრჩხილებს კუთხეებში ოდნავ ოვალური ფორმა მიეცი.
- ტრაპეციული ფრჩხილები - ასეთი ფრჩხილები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ფორმის შერჩევისას. აქ შესაძლებელია ოვალური და რბილი კვადრატი, მაგრამ თუ ფრჩხილები ზედმეტად გაიზრდება, შეიძლება გაფართოების ეფექტი დაკარგოს.
- მრგვალი ფრჩხილები - რაც შეეხება მრგვალ ფრჩხილებს, აქ შეიძლება ერთნაირად მოიხდინო როგორც კვადრატული, ასევე ოვალური ფორმა, რომ ხელები უფრო ქალური გამოჩნდეს.
2. ხანგრძლივი დაფარვა
გაიკეთე შილაკი ან ლაქის ზემოდან დამცავი ფენა გადაისვი. არ დაგავიწყდეს, რომ ფრჩხილის ლაქის ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
3. მოვლა
არ დაგავიწყდეს ხელების მოვლა. გამოიყენე სკრაბი, რათა მზისგან გაუხეშებული და მკვდარი კანის უჯრედები მოიშორო. წაისვი დამატენიანებელი კრემი და ყოველდღიურად გამოიყენე ნუნების კრემი.
4. გადადე ლეპტოპი გვერდზე
თუ დასასვენებლად მიდიხარ, დაივიწყე სამუშაო.
5. გაიყოლე ლაქი
აუცილებლად წაიღე ლაქი. თუ შილაკი გაიკეთე, იმავე ფერის ლაქი წაიღე, რომ დაზიანებულ ადგილას გადაისვა.
ფოტო: Shutterstock, Instagram