ჯანსაღი და მბზინავი კანი ყველას სურს,
თუმცა რამდენად შეესაბამება სურვილი შესაძლებლობებს, ეს მეორე საკითხია. გეტყვით, რომ ცოტა მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ ამის მისაღწევად.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს ჩვენი კანის ვიზუალურ ეფექს: კვება და წყლის რეჟიმი, ძილი და სპორტი, ეკოლოგია და პირადი ჰიგიენა. აგრეთვე, უნდა მოამარაგოთ კანი საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით. ამაში კი ჭარხლის წვენი დაგეხმარებათ.
მკვეთრი შეფერილობის ბოსტნეული - ჭარხალი, სავსეა ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რომელიც ხელს უშლის კანის სწრაფად დაბერებას, სხვათა შორის, არამარტო ჭარხლის წვენი, არამედ შიგთავსიც საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ნიღბის სახით.
როგორ მოვამზადოთ სასარგებლო წვენი კანისთვის?
- ამისათვის აუცილებელია დავწუროთ საშუალო ზომის ჭარხალი, ერთი მსხვილი ზომის სტაფილო და გათლილი კიტრი, მწვანე ვაშლი, ნახევარი ბროწეული, კოჭას 10 სმ-იანი გათლილი ფესვი და დიდი ზომის ფორთოხალი.
- შეურიეთ ერთმანეთს მიღებული წვენები და დაუმატეთ 0.5 ლიტრი საზამთროს რბილობის წვენი, 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, პიტნის რამდენიმე ფოთოლი და ყინულის კუბები. ეს მოცულობა - ჩვენი დღიური ნორმაა, რომელიც სუფთა და მბრწყინავ კანს უზურნველყოფს ერთ თვეში.
რატომ განაპირობებს მაინცდამაინც ეს პროდუქტები ჯანსაღი სახის კანს? А ვიტამინი, რომლითაც სტაფილოა სავსე, კანს ბზინვარებას ჰმატებს. კიტრის წვენი აახალგაზრდავებს, ხოლო ვაშლი ანტიოქსიდანტებითა და ბეტა-კაროტინებით ავსებს, ბროწეული კოლაგენებს წარმოქმნის, ციტრუსებს გამოჰყავთ მავნე ნივთიერებები, ხოლო კოჭა ეპითელიის სიგლუვეს განაპირობებს.
რა ხდება საზამთროს შემთხვევაში? მისი შემადგენლობის 92% წყალია, რაც კანის დატენიანებას უწყობს ხელს. ამასთანავე, მისი რბილობი სავსეა ლიკოპინით, რომელიც კანს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს.
გამაახალგაზრდავებელი ჭარხლის ნიღაბი სახისთვის
- 1 ჩაის კოვზი ჭარხალი და ცხიმიანი არაჟანი შეურიეთ ერთმანეთს
- დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის გული
- რბილ ქსოვილზე გადაიტანეთ მიღებული მასა, ამოჭერით თვალებისა და ცხვირის ადგილას
- დაიტანეთ მიღებული ნიღაბი სახეზე, გაიჩერეთ 30 წუთით
- ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი
სახის მოვლის ასეთი მეთოდები ნამდვილად ჩაანაცვლებს ბიუჯეტურ ვიზიტებს სალონში. რაც მთავარია მისი დამზადება სახლის პირობებში სირთულეს არ წარმოადგენს და ბევრად ხელმისაწვდომია, ამავდროულად შედეგსაც სწრაფად მიიღებთ.
გაგვიზიარეთ შედეგი.
წყარო