სტაფილოს ნიღბები სახლის პირობებში ყველა ტიპის სახის კანისთვის (რეცეპტები) - Marao

სტაფილოს ნიღბები სახლის პირობებში ყველა ტიპის სახის კანისთვის (რეცეპტები)

2019-07-09 15:53:10+04:00

ყველამ კარგად ვიცით,
რომ სტაფილო - რეკორდსმენია А ვიტამინის და რეთინოლის შემცველობით, რომელიც აუცილებელია მხედველობისათვის და თვალის საცრემლე ჯირკვლების კარგად ფუნქციონირებისთვის. ამასთანავე, სტაფილო არამარტო როგორც პროდუქტი, არამედ კოსმეტიკური საშუალების სახითაც საკმაოდ ეფექტურია. საქმე იმაშია, რომ რეთინოლი - ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც კანის დაბერებას უშლის ხელს.

маска против морщин

სტაფილოს ნიღაბი ნებისმიერი ტიპის სახის კანზეა გათვლილი. იშვიათად იწვევს ალერგიას, არ ტოვებს კვალს და მარტივია მოსამზადებლად.

Image result for Морковные маски

„მარაო“-ს რედაქციის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი ყოველი ნიღაბი კანის გაახალაგაზრდავებას, განახლებასა და დატენიანებას უწყობს ხელს. ამაში თავად დარწმუნდებით, საღამოს ნახევარსაათიანი სარელაქსაციო დრო რომ გამონახოთ.

Image result for Морковные маски

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი

Image result for Морковные маски

ინგრედიენტები

  • 1 სტაფილო
  • 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი
  • 1 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი გვირილა
  • 3 ჭიქა წყალი
Image result for Морковные маски

მომზადების წესი

  1. სტაფილო გახეხეთ წვრილად და ნაჭრის მეშვეობით რბილობისგან გაათავისუფლეთ წვენი. შვრიის ფანტელები ყავის საფქვავში დაფქვით და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი.
  2. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული, არაჟანი და ერთი კოვზი არარაფინირებული ზეთისხილის ზეთი. ნიღაბი გაიჩერეთ სახეზე 20 წუთით, შემდეგ გვირილის ნახარშით ჩამოიბანეთ და დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი.
Related image

სახის დასაჭიმი ნიღაბი

Related image

ინგრედიენტები

  • 1 სტაფილო
  • 2 ჩაის კოვზი თაფლი
  • 1 ჩაის კოვზი გვირილა
  • 3 ჭიქა წყალი
Image result for Морковные маски

მომზადების წესი

  1. მომაზადეთ 2 სუფრის კოვზი სტაფილოს პიურე სახეხის მეშვეობით და დაუმატეთ 2 კოვზი თხევადი თაფლი.
  2. დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით.
  3. შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშით და დაიტანეთ დღის დამატენიანებელი საცხი.
Маска для сохранения загара

ნიღაბი ქერცვლადი კანისთვის

Image result for Морковные маски

ინგრედიენტები

  • 1 სტაფილო
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი არაჟანი
  • 1 ჩაის კოვზი გვირილა
  • 3 ჭიქა წყალი
Image result for Морковные маски

მომზადების წესი

  1. მოამზადეთ სტაფილოს პიურე, კვერცის გული და არაჟანი ათქვიფეთ ერთმანეთში,
  2. შეურიეთ კომპონენტები ერთმანეთს და დაიტანეთ ნიღაბი სახეზე.
  3. გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ გვირის ნახარშით ჩამოიბანეთ, დაიტანეთ საცხი.
Image result for Морковные маски

ნიღაბი ანთებითი პროცესის მქონე კანისთვის

Related image

ინგრედიენტები

  • 1 სტაფილო
  • 1 კარტოფილი
  • 1 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი გვირილა
  • 3 ჭიქა წყალი
Image result for Морковные маски

მომზადების წესი

  1. მომაზადეთ სტაფილოს და კარტოფილის პიურე სახეხის მეშვეობით. სუფრის კოვზ სტაფილოს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კარტოფილი და დაუმატეთ კვერცხის გული.
  2. ნიღაბი დაიტანეთ სახეზე 15 წუთით, შემდეგ გვირილის ნახარშით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი საცხი.
Image result for Морковные маски

გაგვიზიარეთ შედეგი.

Image result for Морковные маски

წყარო