სტაფილოს ნიღბები ყველამ კარგად ვიცით,
რომ А ვიტამინის და რეთინოლის საკმაოდ დიდი მარაგით გამოირჩევა, რომელიც მხედველობისა და თვალის საცრემლე ჯირკვლების კარგად ფუნქციონირების გარდა ეფექტურია რუჯის მიღების დროსაც. სტაფილო, კოსმეტიკურ საშუალებებში საკმაოდ აქტიურად გამოიყენება.
სტაფილოს ნიღაბი ნებისმიერი ტიპის სახის კანზეა გათვლილი. იშვიათად იწვევს ალერგიას, არ ტოვებს კვალს და მარტივია მოსამზადებლად, ეფექტურია ზაფხულში ლამაზი რუჯის შესანარჩუნებლად.
„მარაო“-ს რედაქცია გიზიარებთ სტაფილოს ნიღბი სრეცეპტს, რომელიც მარტივად მზადდება სახლის პირობებში და რუჯის დიდხანს შენარჩუნებას უწყობს ხელს.
რუჯის შესანარჩუნებელი ნიღაბი
ინგრედიენტები
- 1 სტაფილო
- 0.5 ჩაის კოვზი შაქარი
- 1 სუფრის კოვზი ნაღები
- 1 სუფრის კოვზი გვირილა
- 3 ჭიქა წყალი
მომზადების წესი
- ერთი საშუალო ზომის სტაფილო კარგად გარეცხეთ, დაჭერით კუბებად, დააბლენდერეთ, დაუმატეთ შაქარი და ცხიმიანი ნაღები. შეურიეთ ერთმანეთში მიღებული მასა და დაიტანეთ სახეზე.
- გაიჩერეთ 20 წუთით. ამ პერიოდში მოამზადეთ გვირილის ნაყენი, აცადეთ გაგრილება და ჩამოირეცხეთ ნიღაბი. წაისვით დამატენიანებელი საცხი.
ინგრედიენტების 2-ჯერ გაზრდით, შეგიძლიათ დაიტანოთ დეკოლტეზეც. რა თქმა უნდა პრობლემული კანის შემთხვევაში, დიდ როლს თამაშობს სწორი კვება, კანის ფერისა და სილამაზის შესანარჩუნებლად კი დაამატეთ ყოველდღიურ რაციონში სტაფილოს კერძები.
გაგვიზიარეთ შედეგი.
წყარო