პროფესიონალი ვიზაჟისტი გვესაუბრება იმის შესახებ, თუ რომელი ტრენდი აღარაა მოდური და მისაღები.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რისი გაკეთებაა სწორი და რისი პირიქით. ალბათ ბევრმა არ იცის, როგორი მაკიაჟი აღარ უნდა გაიკეთოს. ეს რჩევები შეეხება უშუალოდ მაკიაჟს და მასთან დაკავშირებულ დეტალებს.
ყველნაირ მოდას ბრმად რომ არ უნდა ავყვეთ, ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.
- წინა წლის ტრენდი იყო ის, რომ ქუთუთოებზე გარდამავალ ფერებს ვიყენებდით, რაც მოდაში აღარაა. აქცენტი უნდა გაკეთდეს ერთი ფერის ტონზე, რომელიც ბუნებრივ იერსახეს მოგვანიჭებს. ყურადღება მახვილდება გლუვ თვალის ჩრდილებზეც.
ქუთუთოზე თამამად წაისვით მთლიანად ერთი ფერი და გაარკვიეთ ყველაზე მეტად რომელი ტონი გიხდებათ.
ბევრი ქალბატონი ქუთუთოების ბოლოში სხვადასხვა ფერის ჩრდილების წასმასაა მიჩვეული. სინამდვილეში წელს მსგავსი მაკიაჟი მოთხოვნადი აღარაა.
რაც შეეხება წარბებს, სულაც არაა საჭირო რომ ძალიან გაიწვრილოთ, ან ის, რაც გვეზედმეტება მაქსიმალურად მოვიცილოთ.
ახლა მოდაშია ბუნებრივი, ნატურალურთან მიახლოებული საშუალო სისქის წარბები. ტრენდული აღარაა წარბები, რომელიც მკვეთრად მოხატულია.
შეიძლება მსგავსი რამ ქალბატონებს ისევ მოსწონდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს უკვე ძველმოდურად ითვლება.
მოდაშია ფერადი, გრაფიკული ხაზები.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლოყებს ელფერი შესძინოთ. თუ ამას სწორად გააკეთებთ წარბებიც უფრო ლამაზი გამოჩნდება. აქვე, შეგახსენებთ იმასაც, რომ წარბების ერთ ტონზე მოსაყვანად ქალბატონები ფერუმარილსაც ისვამენ ხოლმე. ეს ურიგო ქმედება სულაც არაა.
გადავიდეთ ტუჩის ფერზე. ამ სეზონზე ყველაზე ტრენდული ფერი სწორედ ვარდისფერია. ვარდისფერი ტუჩსაცხის მრავალი სხვადასხვა ტონალობა არსებობს, რომელიც შეგვიძლია ჩვენი სახის კანს მოვახდინოთ მაშინაც კი, თუ თვითონ ვარდისფერს ვერ ვიხდენთ.
თუმცა, ჩვენ მოდაზე და ტრენდზე ვსაუბრობთ, ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ მეტისმეტად ღია ვარდისფერი ტუჩსაცხი. ამბობენ, რომ მსგავსი ფერი ადამიანებში ცუდ ასოციაციებსაც კი იწვევს და სახეს მკვდრისფერი ედება. ზოგჯერ ქალბატონები მსგავს ფერს მუქ კონტურთან იყენებენ, რაც ასევე დაუშვებელია.
თქვენი გადასაწყვეტია იმოქმედებთ თუ არა ახალი ტრენდების შესაბამისად.
წყარო: cosmo.ru