გარკვეული ასაკის შემდეგ ყველა ქალი აწყდება თავის მოვლის პრობლემას იმ კუთხით,
რომ დაუთმოს თავის მოწესრიგებას გარკვეული დრო. კოსმეტიკური საშუალებები საკმაოდ მრავლადაა, თუმცა ეს ყოველივე საკმაოდ ბიუჯეტურია, მაგრამ გამოცდილ დიასახლისს ალტერნატიული ვარიანტები ყოველთვის აქვს.
დღეს გაგიზიარებთ 10 სახის ნიღაბს ავოკადოსგან ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის, რომელიც მარტივი მოსამზადებელია.
ავოკადო + ატამი
ინგრედიენტები
მომზადების წესი
- ბლენდერის მეშვეობით მიიღეთ ფაფის მსგავსი მასა, აურიეთ ერთმანეთში და დაიტანეთ სახეზე. თვალის მიდამოს მოარიდეთ. გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნატურალური მჟავის მეშვეობით, სახიდან მკვდარი უჯრედები გაქრება და А, С და Е ვიტამინები კი ჯანსაღი ფერის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ასეთი ნიღაბი რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის. ასეთ ნიღაბს იყენებს ვიქტორია ბექჰემი. შედეგს კი მის სახეზე თავადაც ხედავთ.
ავოკადო + შვრია
ინგრედიენტები
- 1 სუფრის კოვზი შვრია
- 1 სუფრის კოვზი ავოკადოს ფაფა
მომზადების წესი
- შეურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე, დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ავოკადოსა და შვრიის ნიღაბი ატენიანებს დაზიანებულ სახის კანს.
ავოკადო + ბანანი + კვერცხი
ინგრედიენტები
- 1 კვერცხი
- ნახევარი ავოკადო
- ნახევარი ბანანი
მომზადების წესი
- ბანანი და ავოკადო დააბლენდერეთ ან დაჭყლიტეთ ერთად. შეურიეთ უმი კვერცხი ერთგვარი მასის მიღებამდე. ნიღაბი დაიტანეთ სახეზე 10-15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ. აქრობს აკნესა და ამცირებს შავი წერტილების რაოდენობას.
ავოკადო + თაფლი
ინგრედიენტები
- 2 სუფრის კოვზი ავოკადოს ფაფა
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
მომზადების წესი
- აურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე, დაიტანეთ სახეზე, გააჩერეთ 15 წუთით და შემდგომ ჩამოირეცხეთ თბილი წყლით. ავოკადო და თაფლი ატენიანებს კანს. უხდება მშრალი ტიპის სახის კანის მქონე გოგონებს.
ავოკადო + იოგურტი
- 1 ჩაის კოვზი იოგურტი
- 2 სუფრის კოვზი ავოკადო
მომზადების წესი
- ავოკადოს ფაფას შეურიეთ იოგურტი ერთგვარი მასის მიღებამდე. დაიტანეთ სახეზე 10 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი კარგ დამატენიანებელ საშუალებასთან ერთად ანტიბაქტერიულ ეფექტს შეიცავს რძის მჟავის შემცველობის მეშვეობით, რომელიც იოგურტში მოიპოვება.
ავოკადო + თაფლი + იოგურტი
ინგრედიენტები
- 1 სუფრის კოვზი იოგურტი
- 2 სუფრის კოვზი ავოკადო
- 0.5 ჩაის კოვზი თაფლი
მომზადების წესი
- შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და დაიტანეთ სახეზე 15 წუთით, შემდგომ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. უხდება მშრალი ტიპის სახის კანს. შესაბამისად, ატენიანებს და იცავს გარემოს ზემოქმედებისგან. ამავდროულად, იცავს სახეს მშრალ ამინდებში.
ავოკადო + თაფლი+ ფორთოხალი
ინგრედიენტები
- 2 ჩაის კოვზი ფორთოხლის წვენი
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
- 2 სუფრის კოვზი ავოკადო
- 2 წვეთი გვირილის ზეთი
მომზადების წესი
- ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და დაიტანეთ სახეზე 20 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ფორთოხალი და ავოკადო დაგეხმარებათ მოიშოროთ მკვდარი უჯრედები, ხოლო თაფლი დაატენიანებს კანს.
ავოკადო + ლიმონი+ცილა
ინგრედიენტები
- ნახევარი ავოკადო
- 1 ცილა
- 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
მომზადების წესი
- ავოკადო დააბლენდერეთ, შეურიეთ ცილა და ლიმონის წვენი, ერთგვარი მასის მიღების შემდეგ დაიტანეთ სახეზე 15 წუთით. მისი რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ ცხიმიანი ტიპის კანის რეგულირებაში და მისთვის სინაზისა და სირბილის შენარჩუნებაში.
ავოკადო
- ავოკადო დაჭერით წვრილ ნაჭრებად და დაიტანეთ სახეზე შავი წერტილების არეში 15-20 წუთით. დახშულ ფორებს საკმაოდ კარგად ებრძვის ავოკადო და კანს უფრო ნათელსა და ჯანსაღს ხდის.
ავოკადო + თაფლი + ლიმონი
ინგრედიენტები
- 1 სუფრის კოვზი ავოკადო
- 0.5 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
- 0.5 ჩაის კოვზი თაფლი
მომზადების წესი
- ავოკადო დააბლენდერეთ და შეურიეთ სხვა ინგრედიენტებს. მიღებული ნიღაბი დაიტანეთ სახეზე 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიტანეთ საცხი. თაფლი და ლიმონი კანის სიჯანსაღეს უწყობენ ხელს, ხოლო ავოკადო - დატენიანებას.
გაგვიზიარეთ შედეგი.
წყარო