ავოკადოს სახის 10 ნიღაბი, ნებისმიერი ტიპის კანისთვის (რეცეპტები) - Marao

ავოკადოს სახის 10 ნიღაბი, ნებისმიერი ტიპის კანისთვის (რეცეპტები)

2020-01-10 10:22:06+04:00

გარკვეული ასაკის შემდეგ ყველა ქალი აწყდება თავის მოვლის პრობლემას იმ კუთხით,
რომ დაუთმოს თავის მოწესრიგებას გარკვეული დრო. კოსმეტიკური საშუალებები საკმაოდ მრავლადაა, თუმცა ეს ყოველივე საკმაოდ ბიუჯეტურია, მაგრამ გამოცდილ დიასახლისს ალტერნატიული ვარიანტები ყოველთვის აქვს.

Related image

დღეს გაგიზიარებთ 10 სახის ნიღაბს ავოკადოსგან ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის, რომელიც მარტივი მოსამზადებელია.

Image result for Маски из авокадо

ავოკადო + ატამი

Related image

ინგრედიენტები

  • ნახევარი ავოკადო
  • 1 ატამი

Related image

მომზადების წესი

  • ბლენდერის მეშვეობით მიიღეთ ფაფის მსგავსი მასა, აურიეთ ერთმანეთში და დაიტანეთ სახეზე. თვალის მიდამოს მოარიდეთ. გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნატურალური მჟავის მეშვეობით, სახიდან მკვდარი უჯრედები გაქრება და А, С და Е ვიტამინები კი ჯანსაღი ფერის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ასეთი ნიღაბი რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის. ასეთ ნიღაბს იყენებს ვიქტორია ბექჰემი. შედეგს კი მის სახეზე თავადაც ხედავთ.

Related image

ავოკადო + შვრია

Related image

ინგრედიენტები

  • 1 სუფრის კოვზი შვრია
  • 1 სუფრის კოვზი ავოკადოს ფაფა

Related image

მომზადების წესი

  • შეურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე, დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ავოკადოსა და შვრიის ნიღაბი ატენიანებს დაზიანებულ სახის კანს.

ავოკადო + ბანანი + კვერცხი

Image result for Маски из авокадо

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხი
  • ნახევარი ავოკადო
  • ნახევარი ბანანი

Image result for Маски из авокадо

მომზადების წესი

  • ბანანი და ავოკადო დააბლენდერეთ ან დაჭყლიტეთ ერთად. შეურიეთ უმი კვერცხი ერთგვარი მასის მიღებამდე. ნიღაბი დაიტანეთ სახეზე 10-15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ. აქრობს აკნესა და ამცირებს შავი წერტილების რაოდენობას.

Image result for Маски из авокадо

ავოკადო + თაფლი

Image result for Маски из авокадо

ინგრედიენტები

  • 2 სუფრის კოვზი ავოკადოს ფაფა
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი

Related image

მომზადების წესი

  • აურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე, დაიტანეთ სახეზე, გააჩერეთ 15 წუთით და შემდგომ ჩამოირეცხეთ თბილი წყლით. ავოკადო და თაფლი ატენიანებს კანს. უხდება მშრალი ტიპის სახის კანის მქონე გოგონებს.

Image result for Маски из авокадо

ავოკადო + იოგურტი

  • 1 ჩაის კოვზი იოგურტი
  • 2 სუფრის კოვზი ავოკადო

Related image

მომზადების წესი

  • ავოკადოს ფაფას შეურიეთ იოგურტი ერთგვარი მასის მიღებამდე. დაიტანეთ სახეზე 10 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი კარგ დამატენიანებელ საშუალებასთან ერთად ანტიბაქტერიულ ეფექტს შეიცავს რძის მჟავის შემცველობის მეშვეობით, რომელიც იოგურტში მოიპოვება.

Image result for Маски из авокадо

ავოკადო + თაფლი + იოგურტი

Related image

ინგრედიენტები

  • 1 სუფრის კოვზი იოგურტი
  • 2 სუფრის კოვზი ავოკადო
  • 0.5 ჩაის კოვზი თაფლი

Related image

მომზადების წესი

  • შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და დაიტანეთ სახეზე 15 წუთით, შემდგომ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. უხდება მშრალი ტიპის სახის კანს. შესაბამისად, ატენიანებს და იცავს გარემოს ზემოქმედებისგან. ამავდროულად, იცავს სახეს მშრალ ამინდებში.

Related image

ავოკადო + თაფლი+ ფორთოხალი

Related image

ინგრედიენტები

  • 2 ჩაის კოვზი ფორთოხლის წვენი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • 2 სუფრის კოვზი ავოკადო
  • 2 წვეთი გვირილის ზეთი

Image result for Маски из авокадо

მომზადების წესი

  • ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და დაიტანეთ სახეზე 20 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ფორთოხალი და ავოკადო დაგეხმარებათ მოიშოროთ მკვდარი უჯრედები, ხოლო თაფლი დაატენიანებს კანს.

Related image

ავოკადო + ლიმონი+ცილა

Image result for Маски из авокадо

ინგრედიენტები

  • ნახევარი ავოკადო
  • 1 ცილა
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

Related image

მომზადების წესი

  • ავოკადო დააბლენდერეთ, შეურიეთ ცილა და ლიმონის წვენი, ერთგვარი მასის მიღების შემდეგ დაიტანეთ სახეზე 15 წუთით. მისი რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ ცხიმიანი ტიპის კანის რეგულირებაში და მისთვის სინაზისა და სირბილის შენარჩუნებაში.

Related image

ავოკადო

  • ავოკადო დაჭერით წვრილ ნაჭრებად და დაიტანეთ სახეზე შავი წერტილების არეში 15-20 წუთით. დახშულ ფორებს საკმაოდ კარგად ებრძვის ავოკადო და კანს უფრო ნათელსა და ჯანსაღს ხდის.

Image result for Маски из авокадо

ავოკადო + თაფლი + ლიმონი

Image result for Маски из авокадо

ინგრედიენტები

  • 1 სუფრის კოვზი ავოკადო
  • 0.5 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 0.5 ჩაის კოვზი თაფლი

Related image

მომზადების წესი

  • ავოკადო დააბლენდერეთ და შეურიეთ სხვა ინგრედიენტებს. მიღებული ნიღაბი დაიტანეთ სახეზე 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიტანეთ საცხი. თაფლი და ლიმონი კანის სიჯანსაღეს უწყობენ ხელს, ხოლო ავოკადო - დატენიანებას.
Related image

გაგვიზიარეთ შედეგი.

Image result for Маски из авокадо

წყარო