მსოფლიო სილამაზის ინდუსტრიაში სიახლეების დამკვიდრებას თანდათანობით განაგრძობს. ამჟამად მოდის მიმდევარ გოგონებს ახალი ტენდენციის ატაცება მოუწევთ.
გუაშა - ეს არის მასაჟის ჩინური ტექნიკა, რომლის მიზანია - ორგანიზმის გაწმენდა ზედმეტი ტოქსინებისგან. მასაჟის ჩატარება ხდება სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით - ვარდისფერი ან მწვანე კრისტალებით (ძველად იყენებდნენ კამეჩის რქას და სქელ მონეტებს). მათი კანზე ზეწოლით ხდება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება.
პროცედურის შემდეგ წითელი კვალი რჩება, თუმცა არ შეგეშინდეთ, ის ნელ-ნელა გადავა, ხოლო მასაჟი თითქმის უმტკივნეულოა.
ვარდისფერი კვარცის და ნეფრიტის გამოყენებით, სახის ოვალის დაჭიმვა სრულიად უსაფრთხოდ არის შესაძლებელი, უფრო თანაბარი კანის შეფერილობა და სისხლის მიმოქცევის რეგულირება კი შედეგად გარანტირებულია. ამ მეთოდმა უკვე დერმატოლოგებისა და ბლოგერების გამოცდაც გაიარა, ხოლო თვითონ კრისტალი მირანდა კერის „Kora Organics“-ის მარკის ასორტიმენტშია წარმოდგენილი.
რა არის სახის გუაშა?
- გუაშა - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ჩინურ მედიცინაში გამოიყენება და სახის კანის მასაჟისთვის არის რეკომენდებული. ნეფრიტის როლერის მეშვეობით სახის კანის ფერი უმჯობესდება, უბრუნდება ბზინვარება, სიმკვრივე და სახის კონტურიც გამოკვეთილია. რაც მთავარია, ხსნის დაძაბულობას, რომელიც კანს სწრაფად დაბერებაში უწყობს ხელს.
როგორ გამოვიყენოთ კრისტალები?
- კრისტალი უნდა გამოიყენოთ ბრტყელი ზედაპირით. ზემოთ მიმართული მოძრაობით დაიტანეთ სახეზე. დაიწყეთ კისრის მიდამოთი, გადადით ნიკაპზე, შემდეგ თვალის უპეებსა და ყურებზე. მასაჟის წინ დაიტანეთ სახის კარაქი.
- გამოყენების შემდგომ აუცილებლად გარეცხეთ კრისტალი და არ გამოიყენოთ სახეზე გამონაყარის, მზისგან დამწვრობის, სხვადასხვა დაზიანებისა და სისხლის ჩაქცევების შემთხვევაში.