ჰოლივუდური თმის ვარცხნილობა, ალბათ, ყველა ჩვენგანს სურს.
ეს ქალბატონები ცნობილი სახეები არიან და მუდმივად ყურადღების ეპიცენტრში იმყოფებიან. მათ უმეტესობას თხელი თმა აქვს. აი, რას გვასწავლიან ისინი:
ჰეილი ბიბერი - როგორც ხედავთ, პოპულარულმა გოგონამ მარტივი და ტრენდული ხერხი აირჩია. მსგავსი სტილის თმის სამაგრები ძალიან მოდური და უცხოა. "რამდენიმე ბრჭყვიალა თმის სარჭი, ოდნავ თმის გადაწევა და ელეგანტური ვარცხნილობაც მზადაა".
ემა სტოუნი - შეგიძლიათ თმის ბოლოები მსუბუქად შეიღებოთ და დაიხვიოთ. თმა ერთ მხარეს გაიშრეთ, ხოლო როცა გაშრება, საპირისპირო მხარეს გადაიტანეთ. ეს თქვენს თმას ტალღისებურ ეფექტს შესძენს.
ემილია კლარკი - ვარცხნილობა, რომელსაც ახლა ხედავთ, მარტივი ხრიკებით მიიღწევა. ამისთვის დაგჭირდებათ პუდრი და თმის საშრობი. მსგავსი ვარცხნილობა მოკლე თმისთვის ზედგამოჭრილია.
ლუსი ჰეილი - მოკლედ შეჭრილი თმა, რომელიც უკანაა გადაწეული. ვიდრე თმას დაივარცხნიდეთ, მასზე უნდა დაიტანოთ სპრეი, რათა უფრო ეფექტური გახადოთ (შეგიძლიათ მშრალი შამპუნიც წაისვათ ბზინვარებისთვის - იმიტომ, რომ თმა სველს ჰგავდეს).
თუ სწორი თმა აღარ გაკმაყოფილებთ, ამის გამოსწორება მარტივად შეიძლება. ლამაზმანი ზენდაია თმის მუსებს ხშირად იყენებს. ფაქტია, რომ ბუნებრივი ეფექტის მიღება არ უჭირს.
ჯენი დევანის რჩევა - ჩენინგ ტატუმის მშვენიერი ცოლი გვეუბნება, რომ მსგავსი ვარცხნილობის მისაღებად დიდი ძალისხმევის გამოყენება არ მოგვიწევს. წაისვით თმის მუსი ერთ რიგად, სიგრძეზე, შემდეგ კი კარგად გაიშრეთ. ეცადეთ, რომ მუსი მეორე მხარეს არ მოიხვედროთ. თმის გაშრობის დროს თავი ქვემოთ უნდა გქონდეთ დახრილი.
კარლი კლოსი - ასიმეტრიულად გასწორებული თმა სწორი და ცხიამიანი თმისთვის არაჩვეულებრივი ვარიანტია. ამგვარ ვარცხნილობას უხდება მკვეთრი მაკიაჟი. უნდა ვეცადოთ, რომ თვალები და ტუჩები მაქსიმალურად გამოვკვეთოთ.
მარგო რობი - წვრილად დაწნული ნაწნავები. ეს ვარცხნილობა სწორედ მაშინ გჭირდებათ, როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ და არანაირი ექსპერიმენტის ჩატარების ხასიათზე არ იმყოფებით. ასეთი ვარცხნილობა ქალის სახეს უფრო ნაზს ხდის.
ბელა ჰადიდი - ხვეული თმა რომ გვქონდეს, ამისთვისაც თმის მუსის გამოყენება დაგვჭირდება. ოღონდ თუ ასეთი ვარცხნილობა გვსურს, თმის მუსი დახვევამდე უნდა გამოვიყენოთ. ამის შემდეგ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ბუნებრივად დახვეული თმა გავიშროთ.
კეიტ ბოსვორტის რჩევა - თუ შენი თმა ცხიმიანია, შეგიძლია აწეულ თმაზე გამოიყენო მბზინავი თმის სამაგრი. გირჩევთ, თმაზე ლაქი წაისვა, რომ პატარა თმის ღერებმა კისერზე არ ჩამოიწიოს.
სარა პოლსონის რჩევა - ტალღის მსგავსი თმა წინა და უკანა მხარეს. ამ ვარცხნილობის მისაღებად საჭიროა წვრილი თმის სამაგრები მოვიმარაგოთ, რომლებსაც თმის ბოლოებში დავიმაგრებთ. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ თქვენი თმა უფრო ეფექტური გამოჩნდეს.
შარლიზ ტერონის რჩევა - პირველ რიგში, თმა უკანა მხარეს გადაიწიეთ. წაისვით ლაქი, ხოლო შემდეგ გაალამაზეთ ხავერდის ლენტით.
სკარლეტ იოჰანსონი - მსახიობს ძალიან თხელი თმა აქვს. სწორედ ამიტომ ზუსტად მისი მსგავსი თმისთვის გვირჩევს ამას: თუ გსურთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ლამაზად გამოიყურებოდეთ და არავინ გაამახვილოს ყურადღება თქვენს თავის კანზე, ამისთვის გელი და სპრეი თავზე თმის დავარცხნამდე წაისვით.
ჯორდან დანის რჩევა - ეს ვარცხნილობა რომ გაიმეოროთ, დაგჭირდებათ 4 სმ სიგრძის საქსოვი ჩხირი. თმის ერთი ნაწილი დაატრიალე სახის მიმართულებით, მეორე კი - სახის საპირისპირო მხარეს.
ლუსი ბოინტონი - მსუბუქი, ტალღისებური, ჰოლივუდური ვარცხნილობა. გადაივარცხნეთ მთელი თმა უკან. შეგიძლიათ, რომ ერთი ტალღა წინა მხარეს გადმოიტანოთ, ოღონდ ფრთხილად, რომ თმა არ დაიშალოს. ეცადეთ, თმის სამაგრები სწორად დაიმაგროთ, ისე, რომ ადვილად შესამჩნევი არ იყოს.