თანამედროვე ქალბატონები მუდმივად ცდილობენ, რომ მოვლილები იყვნენ და სილამაზის ინდუსტრიაც ამისთვის ყველანაირ საშუალებას იძლევა.
მათ ეძლევათ საშუალება, რომ მიიღონ შედეგი, რომელზეც ოცნებობდნენ.
თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ფულს პირდაპირი მნიშვნელობით ვატანთ ქარს. მაგალითად, უნდა ვიცოდეთ, დეპილაციის რომელი სახეობები არ შეგვიმცირებს თმას და რომელს არ აქვს აზრი.
მართალია, გაპარსული ფეხები და იღლიები ლამაზად გამოიყურება, მაგრამ რაც უფრო ხშირად იპარსავს ადამიანი, მით უფრო მეტი თმა ამოდის.
ამის დანახვა რამდენიმე საათის შემდეგაც შეგვიძლია. როდესაც კანზე ხელს დავიდებთ, ვიგრძნობთ, რომ ეკლების მსგავსად იკბინება.
ამის გამო ეს მეთოდი არც ისე სასურველია, როგორც ჩვენ გვეგონა. უმჯობესია, ეს მოწყობილობა მამაკაცებს გადავულოცოთ და არ შევეცილოთ.
ეპილაციის ეს შემდეგი სახეობაც არაეფექტური გახლავთ. თმების მოცილება დეპილაციის კრემით გაპარსვის იდენტურია. შეიძლება ითქვას, რომ იგივე გაპარსვაა, რადგან თითქმის არანაირი მაჩვენებელი არ განასხვავებს.
აქვს მხოლოდ ის მცირედი განმასხვავებელი ნიშანი, რომ სამართებლის მაგივრად ქიმიურ კომპონენტებს იყენებთ. ეს კომპონენტები თმებს აუფერულებს ფეხზე და ამის შემდეგ აცილებს.
ცუდი ისაა, რომ თმის ფესვი ისევ კანში რჩება და თავიდან იწყებს ზრდას. შესაბამისად, უკეთეს შემთხვევაში თმა 2 დღის შემდეგ ამოგვივა.
ამ სახეობას ძალიან ბევრი ქალი იყენებს და წინა ორთან შედარებით უფრო ეფექტურიცაა.
მაგრამ აქაც ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი.
- ერთი შეხედვით, კანი ძალიან ეფექტურად გამოიყურება. ეპილაციის წინ პროფესიონალმა სპეციალისტმა უნდა გითხრათ, რომ ამ პროცედურას 100%-იანი გარანტია არ ექნება. ეს იმიტომ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, ვის რამდენჯერ დასჭირდება პროცედურის გავლა.
აგრეთვე, გააჩნია, როგორი კანი აქვს ქალს, როგორი თმა აქვს და ჰორმონალური სტატუსი.
ეს ნიშნავს იმას, რომ დაპირებული ეფექტი შეიძლება 10-15 პროცედურის შემდეგაც კი ვერ მიიღოთ.
წყარო: cosmo.ru