3 ნიღბის რეცეპტი თხელი თმისთვის - Marao

3 ნიღბის რეცეპტი თხელი თმისთვის

2020-10-16 10:49:04+04:00


მწვანე ჩაის ნაყენი თმაზე გადასავლებად

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ მწვანე ჩაი
  • 1 ს/კ გამხმარი გვირილა
  • 500 მლ წყალი

მომზადება:

  1. ჩაის დაასხით მდუღარე წყალი და ნახევარი სთ დადგით.
  2. ნაყენი საწურში გაატარეთ და თავის დაბანის დროს გამოიყენეთ. პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ. შედეგს ერთ თვეში დაინახავთ.
  3. ჩაის შეგიძლიათ დაუმატოთ გამხმარი გვირილაც. თმაზე გადაივლეთ და ძირებში კარგად შეიზილეთ.

ბატატის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 0,5 ბატატი

მომზადება:

გახეხეთ ბატატი სახეხზე და მარლაში გამოუწურეთ წვენი. შეიზილეთ თმის ძირებში თავის დაბანამდე 20 წუთით ადრე. თმა ჯერ თბილი წყლით, შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ.

ყავისფერი ბრინჯის ნაყენი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭ. ყავისფერი ბრინჯი
  • 2 ჭ. წყალი

მომზადება:

  1. ბრინჯი გარეცხეთ გამდინარე წყალში. დაასხით სუფთა წყალი და ერთი საათი დააყენეთ. გაატარეთ დრუშლაგში. სითხე პულველიზატორიან ჭურჭელში შეინახეთ და სველ თმაზე შეიშხაპუნეთ.
  2. დაიმასაჟეთ თავის კანი თითებით და არ ჩამოიბანოთ. ბრინჯის ნაყენი თმის ცვენასაც შეაჩერებს.

წყარო