რჩევები

სილამაზის საიდუმლო ახალი თაობის ფრანგი ლამაზმანებისგან

სილამაზის საიდუმლო ახალი თაობის ფრანგი ლამაზმანებისგან
არანაირი დიეტა, პარფიუმერიული ხრიკები და სილამაზის სხვა გაკვეთილები ახალგაზრდა და მოდური ფრანგებისგან.

პირველი წესი:

იყავით მაქსიმალურად ბუნებრივი, როგორც ლილი-როუზ დეპი

"ჯობია, ცოტა ვიდრე ბევრი" - ასე ამბობენ ფრანგები, როცა საქმე საღამოს მაკიაჟს შეეხება. მთავარი, როგორ გრძნობ თავს და რა, როგორ გაფასებენ გარშემო მყოფები. ამასთანავე, ბუნებრივი მაკიაჟი რომ გაიკეთო, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციო ჯანმრთელობას, წელიწადში ორჯერ ესტუმრო სტომატოლოგს. დეკორატიული კოსმეტიკა კი მინიმალურად უნდა გამოიყენოთ.

მეორე წესი: არანაირი დიეტა, როგორც ლუ დუაიონი

"ყოველ დილით ბაგეტზე კარაქს ვუსვამ და
ჯემს - კრუასანზე" - ამბობს ჯეინ ბირკინის შვილი მსახიობი ლუ დუაიონი. არც ერთი სრულ ჭკუაზე მყოფი პარიზელი ქალი დიეტაზე არ დაჯდება. ეფექტიც მოკლეხნიანი და კანიც ფუჭდება. პარიზელი ყველაფერს ჭამს, რაც მოეპრიანება, მაგრამ პატარა ულუფებით. არასდროს მოაპრიალებს თეფშს, თუ გრძნობს, რომ უკვე დანაყრებულია.

მესამე წესი: bedroom look ანუ ვარცხნილობა "ახლა ავდექი საწოლიდან", როგორც კაროლინა დე მეგრე

"შორს მოისროლეთ თქვენი ფენი" - ამას ამბობს ლამაზმანი კაროლინა დე მეგრე და მარსელსა და ნიცაში მცხოვრები ყველა ქალი. მეტად ეფექტური და ეკოლოგიურია, თუ თმას ჰაერზე გაიშრობთ ან ოდნავ ნამიანი თმით დაწვებით. დილით კი არანაირი სავარცხელი, თმა თითებით გაისწორეთ, ასე უფრო სექსუალურია.

მეოთხე წესი: სად ვიპკუროთ პარფიუმი, როგორც ადელ ეკზარკოპულოსი

იდეალურ პარფიუმს 30 წლამდე უნდა მიაგნოთ. სუნამო თქვენი სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს, მისით უნდა გცნობდნენ. მაგრამ მთავარია იცოდეთ სად იპკუროთ: ასეთი ადგილებია: მუხლების უკანა, მხრებზე, თითებს შორის, მაჯაზე და თმის სიგრძეზე.

მეხუთე წესი: ლამაზი ტუჩები, როგორც ჟანა დამასს

ბუნებრიობა კარგია, მაგრამ მონტელის ავენიუსა და ელისეს მინდვრებისთვის წითელი პომადა ნამდვილ ფეტიშად იქცა. თუ პარიზელი ქალით წითელი პომადის წასმა გადაწყვიტე, სხვა კოსმეტიკიდან მხოლოდ ტუში გამოიყენეთ.

მეექვსე წესი: ბავშვური კოსმეტიკა, როგორც ლეტიცია კასტა

პარიზელი ქალები კოსმეტიკას მხოლოდ აფთიაქებში ყიდულობენ და ხშირად... საბავშვოს. ლეტიცია კასტა კი მხოლოდ ნუშის ზეთს ხმარობს. ეს აღმოჩენა მოდელმა ფეხმძიმობისას გააკეთა და ახლა ხელებსა და ტანს მხოლოდ ნუშის ზეთით იტენიანებს.

მეშვიდე წესი: ცივი წყალი, როგორც ლეა სეიდუ

ყველამ იცის, რომ წყალი სხეულისთვისაც სასარგებლოა, გონებისთვისაც და სახის კანისთვისაც. ლეა სეიდუ კი გვირჩევს, რომ შხაპის მღების შემდეგ აუცილებლად გადავივლოთ გრილი წყალი. ის კანს ტონუსის შენარჩუნებაში ეხმარება.

წყარო: elle
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93