ჩაიარა იმ წლებმა, როდესაც ცნობილი ადამიანები წითელ ხალიჩაზე ,,სრულყოფილი ქალის’’ იმიჯს წარმოადგენდნენ და სისუსტეს არასდროს ამჟღავნებდნენ პუბლიკას წინაშე. დღესდღეობით სოციალური ქსელები საშუალებას გვაძლევენ, თვალი ვადევნოთ მსახიობების, მომღერლებისა და მოდელების ყოველდღიურ რუტინას. ბევრი სელებრითი კარგად იყენებს ამ პლატფორმას ,,ფოლოვერების’’ შთაგონებისთვის. რიზ უიზერსპუნი, ჯესიკა ალბა, ირინა შეიკი, ადრიანა ლიმა და სხვა ვარსკვლავები აღიარებენ, რომ ისევე, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავებს, ცხოვრებაში მათაც აქვთ დაუცველობის მომენტები. ისინი უზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს და რჩევებს აძლევენ ყველას, ვინც მათ ცხოვრებას თვალყურს ადევნებს.
და, აი, ის მძლავრი მესიჯები, რომლებიც დედამიწაზე 9 ყველაზე მოთხოვნადმა ქალბატონმა გამოაქვეყნა.
ადრიანა ლიმა: არასდროს იაროთ თავდახრილმა
ძნელი დასაჯერებელი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ბრაზილიელ სუპერმოდელს არასდროს ჰქონია თვითშეფასების პრობლემები. თუმცა ახლახან მან აღიარა, რომ მისი კარიერის დაწყება მოდის სფეროში არც ისე ადვილი იყო. ,,ზოგადად, მოდის ინდუსტრია რთულია და როდესაც თქვენ უცნობი მოდელი ხართ, შეგიძლიათ მიიღოთ მაცდური წინადადებები გენიალურ შემოთავაზებებზე ან უარი თქვათ. დათანხმდებით თუ არა, თქვენი ნებაა. მთავარია, თავი ყოველთვის მაღლა ასწიოთ და დაიჯეროთ თქვენი შესაძლებლობების.’’
ირინა შეიკი: ქალები ყველა სიტუაციაში ძლიერები რჩებიან
,,ჩემს ცხოვრებაში არასდროს შემხვედრია ქალი, რომელიც არაა ძლიერი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, ქალებმა, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ’’, - აღნიშნა მოდელმა გასული წლის მარტში. ქალების მხრიდან ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა სულ უფრო შესამჩნევი ხდება. გარდა ამისა, ირინა ამბობს, რომ სულაც არ თვლის თავს სუპერმოდელად, გამუდმებით სრულყოფილების ძიება არის ტენდენცია, რომელსაც იგი არ ეთანხმება: ,,მე უბრალოდ ადამიანი ვარ“.
რიზ უიზერსპუნი: იყო 43 წლის, უკეთესია, ვიდრე 25-ის
ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა ცხოვრების მანძილზე ბევრი პოზიტიური გამოცდილება დააგროვა: ,,ვფიქრობ, მე გავჭაღარავდი და ნაოჭებიც გამიჩნდა. მე მომწონს ისინი. ამიტომ მირჩევნია ვიყო 43-ის, ვიდრე 25 წლის“, - განაცხადა მან ჟურნალ People-თან ინტერვიუში. ამჟამად რიზი დაკავებულია პროექტით, იღებს მონაწილეობას პოპულარულ სატელევიზიო სერიალში ,,დიდი პატარა ტყუილები’’.
ჯესიკა ალბა: მიიღეთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხართ
გარდა იმისა, რომ ჯესიკა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მსახიობია, ასევე ორი გოგონას და ვაჟის დედაცაა. რამდენიმე კვირის წინ ჯესიკამ აღიარა, რომ ზოგჯერ ფიზიკურად დაუცველად გრძნობდა თავს, მაგრამ დედობის წყალობით შეძლო სირთულეების გადალახვა და საკუთარი თავის შეყვარება. ,,ვინ ვარ მე ახლა? მყავს სამი შვილი, რომლებმაც სრულიად შეცვალეს ჩემი სხეული და ეს მშვენიერია.“
ალესანდრა ამბროსიო: თავდაჯერებული იყავით ბიკინიში
ყველამ კარგად უნდა იგრძნოს საკუთარი თავი საცურაო კოსტიუმში. უხერხულობა და დაძაბულობა მოიხსენით. ჩვენ ყველას სხეულის სხვადასხვა ფორმა გვაქვს და ამით უნდა ვიამაყოთ. ,,ჩვენ უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვართ, რადგან ესაა ის, რაც ბუნებამ გვიბოძა. თუ ჩვენ არ ვცემთ პატივს საკუთარ თავს, ვინ დაგვაფასებს?’’
ემილი დიდონატო: არასდროს დააკვირდეთ თავს გამადიდებლით
ემილი სამოდელო ინდუსტრიის ერთ-ერთ ულამაზეს სახედ ითვლება. თუმცა, სანამ ის მოდის დიდ სამყაროში ფეხს შეაბიჯებდა, ბევრი დაბრკოლება გადალახა. ,,მათ მითხრეს, რომ ვიყავი ძალიან ვულგარული და მსუქანი“. ამ კომენტარების გამო ამერიკელმა მოდელმა საკუთარი თავი შეაგონა, რომ წარმატების მისაღწევად, არასდროს იფიქრო, რომ ცუდად გამოიყურები. რადგან ყველა თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვა ,,ისმინება’’.
სელმა ჰაიეკი: ამაყობს ჭაღარა თმით
მას უყვარს ფოტოების გამოქვეყნება უმაკიაჟოდ სოციალური ქსელების პირად გვერდზე. სელმას სურს გაუზიაროს სხვებს ბუნებრივი სილამაზე. რამდენიმე თვის წინ მექსიკელმა ატვირთა ფოტო შესაღები თმით და ასე დაასათაურა: ,,ვამაყობ ჩემი ნაცრისფერი თმით’’. ის სულ უფრო ხშირად აქვეყნებს ფოტოებს საცურაო კოსტიუმში.
ჰეილ ბოლდუინი: იმუშავეთ თავდაჯერებულობაზე
მოდელი სოციალურ ქსელში წერდა: ,,მე ვარ დაუცველი, მაქვს შიშები, ეჭვები, ვიტანჯები’’. მაგრამ ჰეილიმ არ მისცა ასეთ აზრებს მის გვერდით ყოფნის უფლება. მან მოისურვა მისი გვერდის ,,მიმდევრების’’ შთაგონება: ,,წელს გავაკეთებ ყველაფერს, რომ მე ვიყო მე. ძვირფასო, შენ საკმარისი ხარ“.
ლედი გაგა: ყველა ქალშია სილამაზე
მომღერალმა და მსახიობმა ახლახან განაცხადა, რომ ბავშვობაში საკუთარი გარეგნობა არ მოსწონდა. თვლიდა, რომ ძალიან შეუხედავი იყო. ის დაეუფლა მაკიაჟის კეთების ხელოვნებას. ,,მაშინ, როდესაც მე ვცდილობდი ჩემი სილამაზის დანახვას, აღმოვაჩინე მაკიაჟის ძალა’’. ამ გზით ვარსკვლავმა შეძლო გარეგნობის უკეთ წარმოჩინება.
გვანცა ახვერდაშვილი
წყარო: hola.com