ქალბატონებო, მეორე დღის განრიგი იდეალურად უნდა გავიაზროთ. წინასწარ გავარკვიოთ, სად მოგიწევთ წასვლა და რომელ შეხვედრაზე უნდა იყოთ დილით.
- თათბირზე უნდა იყოთ უფროსთან? მეგობრებთან ერთად რესტორანში? წინასწარ გაიმზადეთ ჩასაცმელი დილისთვის და ნუ დაიზარებთ, რადგან ასე ნაკლებ დროს დაკარგავთ მომზადებაში.
- შეამოწმეთ ამინდი - დააკვირდით მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ან დილით გაღვიძებისთანავე მოახდინეთ ადაპტირება შექმნილ გარემოსთან. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოთ აზრი, თუ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. მაგალითად, თუ ქოლგა აღარ გჭირდებათ, მის მაგივრად მინი-ჩანთას აიღებთ.
- მოიმზადეთ საუზმე და ლანჩი შემდეგი დღისთვის. ეს იდეალური საქციელია. დილით ადგომა თქვენთვის ბევრად სასიამოვნო იქნება, რადგან გეცოდინებათ, რომ საუზმე უკვე მზად არის. "ფანქეიქი", ახალგამოწურული წვენი და კრუასანები - ეს კი ერთ-ერთი მარტივი გამოსავალია. დილით კარგ განწყობასაც შეგიქმნით და ენერგიასაც დაზოგავთ. რაც შეეხება ლანჩს, ის ხელს შეგიწყობთ, რომ განრიგი არ აგერიოთ და საათობრივად იკვებოთ.
- აუცილებელი ნიღაბი - პროცედურები გაიკეთეთ წინასწარ. გაითვალისწინეთ, რომ დილით დრო ამისთვის ნაკლებად გექნებათ. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება სკრაბი, შემდეგ კი საშინაო პილინგი.
ბოლოს ყველაზე კარგი ის იქნება, თუ სახეზე დამამშვიდებელ კრემს წაისვამთ და კანს დაიმასაჟებთ.
- ყველგან თან ატარეთ თქვენი კოსმეტიკის ჩანთა - ყველა დაკვირვებულმა გოგონამ იცის, რომ მთელი დღის მანძილზე მაკიაჟი თავის ხიბლს კარგავს. ამიტომ თან ატარეთ სასურველი კოსმეტიკა, რომელსაც კომფორტულ ჩანთას შეურჩევთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სუნამოს, რომლის ადგილიც ჩანთაში ყოველთვის გამოინახება - თუ მოინდომებთ.
- გადაარჩიეთ აქსესუარები - თქვენი საყურეები, სამაჯურები, შარფები, ჩანთები და სამკაულები. მკაცრად გადაანაწილეთ სეზონისა და ფერების მიხედვით.
მაგალითად, ზამთარში ზაფხულის ნივთები მოშორებით შეინახეთ, ვინაიდან ის უკვე არასეზონურია. ასევე მიხვდებით, რომელი ნივთები მოგწყინდათ და გადააწყობთ.
- წინასწარ მოამზადეთ თქვენი ჩანთა. დილით მზადების დაწყება ხშირად მთავრდება იმით, რომ სახლიდან სწრაფად გარბიხართ და სიჩქარისას შეიძლება აუცილებელი საბუთების წაღებაც კი დაგავიწყდეთ.
ამიტომ ეს რომ არ დაგემართოთ, წინასწარ გაამზადეთ ჩანთაში ყველაფერი და წასვლის წინ მხოლოდ ხილი და ლანჩისთვის საჭირო საკვები შეგიძლიათ ჩაამატოთ.