მიმზიდველი, ბრინჯაოსფერი კანი, ალბათ, ყველა ჩვენგანს სურს. რა თქმა უნდა, კანის აქერცვლის პროცესს თავს ვერ ავარიდებთ და ოქტომბერში ჩვენი ზაფხულის რუჯი ისეთივე შოკოლადისფერი არ იქნება, როგორც აგვისტოში, მაგრამ ამ პროცესის შენელება შესაძლებელია.
გთავაზობთ 4 მეთოდს, რომ რუჯი დიდხანს შეგინარჩუნდეთ:
1. კანის გაწმენდა
გამოიყენეთ თბილი წყალი და ზეთზე დამზადებული საშხაპე საშუალებები. თითქოსდა, მარტივი წესია, მაგრამ მაინც გვავიწყდება ხოლმე.
ზაფხულში, გარუჯვამდე და გარუჯვის შემდეგ, 5-7-წუთიანი შხაპი მოგიხდებათ. გამოიყენეთ ნატურალური მასალისგან დამზადებული ღრუბელი და ნატურალურ ზეთზე დამზადებული შხაპის გელი. ამგვარად, კანის გასუფთავების გარდა, მას მზის ახალი სხივების მისაღებად მოამზადებთ.
2. დატენიანება
დილა-საღამოს, შხაპის მიღების შემდეგ დაიტენიანეთ სხეული. დილით უფრო მსუბუქი საშუალება გამოიყენეთ, საღამოს - მეტად სქელი. დარწმუნდით, რომ საშუალება შეიცავს Е ვიტამინს, გლიცერინს, ავოკადოსა და ზეითუნის ზეთს.
3. იკვებეთ სწორად
საინტერესო ფაქტი - ლამაზი რუჯის შესანარჩუნებლად, სწორად უნდა იკვებოთ. ღვიძლი, ფაფები, რძე და ნაღები, კვერცხი, პომიდორი, ასევე, ნუ დაივიწყებთ ისპანახს, მწვანე და ყვითელ ბოსტნეულს და ბავშვობიდან საძაგელ თევზის ცხიმს - ყველა ეს პროდუქტი А ვიტამინს შეიცავს, რომელიც ასე სჭირდება კანს.
4. საშუალებები რუჯის შემდეგ
- აუცილებლად გამოიყენეთ ეს საშუალებები, თუნდაც კანი გარუჯვამდე კარგად მომზადებული გქონდეთ.