მიმზიდველი, ბრინჯაოსფერი კანი, ალბათ ყველა ჩვენგანს სურს. რა თქმა უნდა, კანის აქერცვლის პროცესს თავს ვერ ავარიდებთ და შემოდგომაზე ჩვენი ზაფხულის რუჯი ისეთივე შოკოლადისფერი არ იქნება, როგორც აგვისტოში, მაგრამ ამ პროცესის შენელება შესაძლებელია.
გთავაზობთ ხუთ მეთოდს, რომ რუჯი დიდხანს შეგინარჩუნდეთ:
1. კანის გაწმენდა
გამოიყენეთ თბილი წყალი და ზეთზე დამზადებული საშხაპე საშუალებები. თითქოსდა, მარტივი წესია, მაგრამ მაინც გვავიწყდება ხოლმე.
ზაფხულში, გარუჯვამდე და გარუჯვის შემდეგ, 5-7-წუთიანი შხაპი მიიღეთ. გამოიყენეთ ნატურალური მასალისგან დამზადებული ღრუბელი და ნატურალურ ზეთზე დამზადებული შხაპის გელი. ამგვარად, კანის გასუფთავების გარდა, მას მზის ახალი სხივების მისაღებად მოამზადებთ.
2. დატენიანება
დილა-საღამოს, შხაპის მიღების შემდეგ დაიტენიანეთ სხეული. დილით უფრო მსუბუქი საშუალება გამოიყენეთ, საღამოს - მეტად სქელი. დარწმუნდით, რომ საშუალება შეიცავს Е ვიტამინს, გლიცერინს, ავოკადოსა და ზეითუნის ზეთს.
3. იკვებეთ სწორად
საინტერესო ფაქტი - ლამაზი რუჯის შესანარჩუნებლად, სწორად უნდა იკვებოთ. ღვიძლი, ფაფები, რძე და ნაღები, კვერცხი, პომიდორი, ასევე, ნუ დაივიწყებთ ისპანახს, მწვანე და ყვითელ ბოსტნეულს და ბავშვობიდან საძაგელ თევზის ცხიმს - ყველა ეს პროდუქტი А ვიტამინს შეიცავს, რომელიც ასე სჭირდება კანს.
4. მზეზე გასარუჯი ზეთი
RUJIBODY-ს ბზინვარე ზეთი მარგალიტის ეფექტით გამოიყენება როგორც გასარუჯად, ისე ყოველდღიური მოხმარებისთვის. ის კანს სძენს შოკოლადისფერ შეფერილობას და ბზინვარებას, ღრმად კვებავს და ატენიანებს. გამოიყენება სოლარიუმში გასარუჯადაც.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
5. საშუალებები რუჯის შემდეგ
აუცილებლად გამოიყენეთ ეს საშუალებები, თუნდაც კანი გარუჯვამდე კარგად მომზადებული გქონდეთ.
რუჯის შესანარჩუნებელი ნიღაბი
ინგრედიენტები: - 1 სტაფილო
- 0.5 ჩაის კოვზი შაქარი
- 1 სუფრის კოვზი ნაღები
- 1 სუფრის კოვზი გვირილა
- 3 ჭიქა წყალი
მომზადების წესი:
- ერთი საშუალო ზომის სტაფილო კარგად გარეცხეთ, დაჭერით კუბებად, დააბლენდერეთ, დაუმატეთ შაქარი და ცხიმიანი ნაღები. შეურიეთ ერთმანეთში მიღებული მასა და დაიტანეთ სახეზე.
- გაიჩერეთ 20 წუთით. ამ პერიოდში მოამზადეთ გვირილის ნაყენი, აცადეთ გაგრილება და ჩამოირეცხეთ ნიღაბი. წაისვით დამატენიანებელი საცხი.
- ინგრედიენტების 2-ჯერ გაზრდით, შეგიძლიათ დაიტანოთ დეკოლტეზეც. რა თქმა უნდა, პრობლემული კანის შემთხვევაში, დიდ როლს თამაშობს სწორი კვება, კანის ფერისა და სილამაზის შესანარჩუნებლად კი დაამატეთ ყოველდღიურ რაციონში სტაფილოს კერძები.