რჩევები

მაკიაჟის 4 ხრიკი, რომლებიც ასაკს მოგაკლებთ

მაკიაჟის 4 ხრიკი, რომლებიც ასაკს მოგაკლებთ
ყველა ქალს აქვს საკუთარი მეთოდი მოკლე დროში საკუთარი თავის მოსაწესრიგებლად საღამოს შეხვედრისთვის.
Image result for makeup gif
მარაოს“ რედაქციამ ზუსტად ასეთი უნიკალური საიდუმლოებების გაზიარება გადაწყვიტა თქვენთვის.
Image result for colourful lash  gif

წესი #1. დამატენიანებელი თვალის წვეთები ან ლურჯი ტუში

  • მზერაზე მეტად ჩვენს დაღლილობას სხვა არაფერი გასცემს. დღის განმავლობაში თვალის უპეები გვიშავდება, რაც გამოკვეთს თვალებს და იქცევს მეტ ყურადღებას. იმისათვის, რომ გამოაცოცხლოთ მზერა, შეგიძლიათ გამოიყენოთ თვალის ცისფერი წვეთები. მათ, ჩვეულებრივი წვეთებისგან განსხვავებით, ის უპირატესობა აქვთ, რომ თვალის გუგას ათეთრებენ. მეორე ვარიანტი ფერადი ტუშია. შავი ტუში ამძიმებს გამოხედვას,
    ხოლო ფერადი პირიქით, ლამაზად წარმოაჩენს თვალს. მით უმეტეს, ლურჯი ტუში წლევანდელი ტრენდის სათავეში დგას.
Image result for blue lash  gif

წესი #2. მოვლილი წარბები

  • ვიზაჟისტები ამტკიცებენ: სწორი წარბის ფორმა 10 წელს აკლებს ადამიანს. სთხოვეთ სპეციალისტს თქვენი სახის შესაბამისი წარბის ფორმის კორექცია, შემდეგ კი თვითონ შეინარჩუნეთ. თვალის ჩრდილები უდავოდ დაგეხმარებათ ამ ყოველივეში. მათი გამოყენებაც სირთულესთან არ არის დაკავშირებული. ასე რომ, ნუ შეუშინდებით „გადაჭარბებას“. მზერის გამოკვეთას ლამაზად მოახერხებს ნათელი კონსილიერიც, რომელიც უნდა დაიტანოთ წარბების ქვეშ თვალის შიდა კუთხეებზე. უბრალოდ შეეცადეთ, რომ ბევრი არ წაისვათ და არ ამოვარდეს სახის მაკიაჟის კონტექსტიდან.
Image result for brows  gif

წესი #3. არ დაივიწყოთ მაკიაჟის ქვედა ფუძე

  • ტონალური საცხის გამოყენებამდე და მის გარეშეც აუცილებლად გამოიყენეთ ფუძე-პრაიმერი, რაც კანს გაათანაბრებს. ის არა მარტო ფოტოშოპის ეფექტს ფლობს, არამედ ასაკსაც მოგაკლებთ თავისი პიგმენტაციით.
Image result for makeup gif

წესი #4. მეტი „სინათლე“

  • ქალაქის ყოველდღიურ ხმაურსა და დროის მუდმივად უქონლობაში კანი კარგავს ტენიანობასა და სიბრწყინვალეს. ილუზიის შესაქმნელად კი "რუჟი" და ჰაილაითერი დაგეხმარებათ. დაიტანეთ ყვრიმალებზე და გამოკვეთეთ სახე. იმისათვის, რომ ტონალური საცხი არ ჩამოიღვენთოს სიცხეში განსაკუთრებით, შეურიეთ დამატენიანებელ საცხს. ასე თავიდან აიცილებთ ნიღბის ეფექტს და შედეგად უფრო ბუნებრივადაც გამოიყურებით.

Image result for highlighter gif

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93