შვებულების დროს ვტკბებით დასვენებით, ვმოგზაურობთ და ნაკლებად ვითვლით კალორიებს. დროებითმა, მაცდურმა ცხოვრების წესმა, შესაძლოა, წონაში მომატება და სითხის შეკავება გამოიწვიოს. ამიტომ, დეტალურად განვიხილოთ ის საკვები, რომელიც დაგვეხმარება ძალების აღდგენაში, სამსახურში გასვლისათვის.
ხანდახან არასწორად გვესმის, რომ წონაში დასაკლებად აუცილებელია ცხიმების მთლიანად ამოღება საკვები რაციონიდან. ზოგჯერ სხეულში არსებული ჭარბი შაქრის გამო ვსუქდებით. ორგანიზმში ცხიმების მობილიზაციის მიზნით სხეულს სჭირდება ცხიმის გარკვეული დოზა. ამ გზით ჩვენს სხეულს ააქტიურებს ფერმენტების სერია, მათ შორის, ლიპაზა, რომლებიც ხელს უწყობენ მის მეტაბოლიზაციას.
ანანასი
- ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია C ვიტამინით გამდიდრებული ანანასი. მას გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები. გარდა ამისა, ის შეიცავს ფერმენტ ბრომელენას, რომელიც ხელს უწყობს ცილების მონელებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო უნარი. ანანასი არის იდეალური საკვები, განსაკუთრებით იმ შემთხევვაში, თუ მივიღეთ ცილოვანი საკვების ჭარბი რაოდენობა (ხორცი, ზღვის პროდუქტები ან კვერცხი).
ავოკადო
- ავოკადო არის ჯანმრთელი ცხიმებით მდიდარი ხილი. ის შეიცავს ფერმენტ ლიპაზას, რომელიც საჭმლის მონელების პროცესში შლის ცხიმს გლიცერინად და ცხიმოვან მჟავებად. ავოკადო, ასევე, სწევს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში და დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
ლიმონი
- იგი არა მარტო C ვიტამინს, არამედ კალიუმის მაღალ დოზებსაც შეიცავს. ესაა მინერალი, რომელიც ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. მჟავე გემოს გამო მისი მარტო მიღება არაა სასიამოვნო, ამიტომ კარგია, თუ მის წვენს თევზს, ქათმის ხორცს ან ბრინჯს მოვასხამთ.
კეფირი
- ესაა ფერმენტირებული საკვები, გამდიდრებული ცოცხალი მიკროორგანიზმებით, რომლის მიღებაც ჯანმრთელობის საწინდარია. კეფირი შეიცავს ოთხ სახეობაზე მეტ ლაქტურ მჟავა ბაქტერიას, რომელიც სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის. არდადეგების პერიოდში უმოძრაოდ ყოფნა იწვევს კუჭის შეკრულობას. ამ პრობლემის მარტივად გადასაჭრელად კეფირის მიღებაა რეკომენდებული.
ჯანჯაფილი
- ესაა არაკალორიული პროდუქტი, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს. არის თერმოგენული, ანუ ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის ზრდას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. არაჩვეულებრივი საშუალებაა ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის.
ყავისფერი ბრინჯი
- ზაფხულის განმავლობაში ხშირად გვიწევს სახლიდან მოშორებით ჭამა, ალკოჰოლური სასმელების დალევა, ნაყინის და სხვა ტკბილეულობის მირთმევა.. ამ ყველაფერმა შეიძლება გაზარდოს სისხლში ქოლესტერინის შემცველობა. ყავისფერი ბრინჯის ჯიშს აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი. ასევე, შეიცავს თუთიას და B6 ჯგუფის ვიტამინს.
ხახვი
- ის გამწმენდად და შარდმდენ საკვებად ითვლება, რადგან მდიდარია ისეთი ვიტამინებით როგორებიცაა B1, C და B9 (ფოლიუმის მჟავა) და მინერალებით, როგორებიცაა: კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, თუთია, კალიუმი და გოგირდოვანი კომპონენტები. ხახვი ხელს უწყობს ზაფხულში დაგროვილი სითხეების აღმოფხვრას. გოგირდოვანი კომპონენტების წყალობით, სხეულს სიმძიმისგან ათავისუფლებს, ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ბოლოკი
- ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბოლოკი შეიცავს გლუკოზინატებს და აქვს მწარე გემო. ის უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ის ასტიმულირებს ნაღვლის ბუშტს და აძლიერებს მასში ნაღვლის წარმოქმნასა და მის გამოყოფას ნაწლავებში. ორგანიზმი მოჰყავს ტონუსში, აძლიერებს იმუნიტეტს.
დარიჩინი
- მის ეთერზეთში შემავალი ფენოლის წყალობით ანტიბიოტიკური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. დარიჩინი შეიცავს მინერალს - ქრომს, რომელიც მონაწილეობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, რაც იდეალურია სისხლში შაქრის დონის კონტროლისას (დიაბეტით დაავადებულებისათვის შესანიშნავია). მისი გამოყენება შეგვიძლია როგორც ნაყენის სახით, ასევე დესერტებში.
გვანცა ახვერდაშვილი
წყარო