რჩევები

6 მითი გახდომაზე, რომელსაც სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს

6 მითი გახდომაზე, რომელსაც სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს
ზოგიერთი წესი არა მარტო შეიძლება, არამედ აუცილებლად უნდა დაარღვიოთ! ყველამ ვიცით გახდომის წესები და ხშირად ვცდილობთ დავიცვათ სწორად, მაგრამ კვების ექსპერტები და დიეტოლოგები გვაფრთხილებენ: წესების დარღვევა იმდენად სასარგებლოა, რამდენადაც მისი დაცვა.
მარაომ“ შეაგროვა ჯანსაღი კვების რამდენიმე წესი, რომლებიც ზოგჯერ უნდა დაარღვიოთ - მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენთვის სასურველი შედეგი მიიღოთ!
Image result for 6 мифов о похудении, которые не имеют ничего общего с правдой

ჭამის დროს არ მოცდე სხვა რაღაცებზე ყურადღების გადატანით

  • კვების დროს ნელა
    და საგულდაგულოდ უნდა დავღეჭოთ საკვები იმისათვის, რომ ნაყროვანების შეტყობინება გონებამდე დროულად მივიდეს. ამიტომ არავითარი ტელევიზორი, წიგნები და სოციალური ქსელი კვების დროს არ არის რეკომენდებული! თუმცა საყვარელი სერიალი, თქვენს საყვარელ კერძთან ერთად შესაძლოა განტვირთვის მართლაც კარგი საშუალება აღმოჩნდეს და მეტი სიამოვნება მოგანიჭოთ. ამიტომ ზოგჯერ თავის განებივრება ნამდვილად კარგი იდეაა, რაც სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. არ დაივიწყოთ ის, რომ საყვარელი სერიალის ყურების დროს ძალიან დიდი ულუფა შემოგვეჭმევა ხოლმე. ამიტომ სისტემატურ სახეს ნუ მისცემთ ამ პროცესს.
Image result for Не отвлекаться во время еды

შეამცირეთ ნახშირწყლების რაოდენობა

  • დიეტებზე როგორც კი მიდგება საქმე, მომენტალურად კვების რაციონის გადახედვას ვიწყებთ. ნახშირწყლები - ეს არის ციხესიმაგრე, რომელიც პირველ რიგში ეცემა. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს მსხვერპლი სულ ტყუილად უნდა გაიღოთ. რა თქმა უნდა, ნახშირწყლები სხეულისთვის მავნეა, თუმცა მეორე მხრივ, ორგანიზმი მისთვის სასურველ საკვებს როგორც კი არ იღებს, შედეგად სტრესითა და შიმშილით რეაგირებს; მესამე მხრივ, სწორედ ამან შესაძლოა ბანალურად ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას, რომლის ლიკვიდირება საკმაოდ დიდხანს მოგიწევთ. ნახშირწყლების მეშვეობით ენერგიის დონეს მარტივად ინარჩუნებს ადამიანი. შესაბამისად, დიდი ხნით მიჰყვება ნაყროვანების შეგრძნებაც. აქედან გამომდინარე, ნახშირწყლები საზიანო კი არ არის, არამედ პირიქით, გეხმარებათ გახდომაში.
Image result for Сократите количество углеводов

არ მიირთვათ ღამით

  • ტრადიციული რეკომენდაცია - დღის განმავლობაში ბოლოჯერ საკვების მიღებასა და ძილს შორის 3-საათიანი შუალედი უნდა იყოს დაცული, რაც იმით აიხსნება, რომ ღამით მეტაბოლიზმი შენელებულია და კალორიების დიდი ნაწილი არ გადამუშავდება ენერგიაში. შესაბამისად, ცხიმად გარდაიქმნება. ევროპული უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაკვირვება ჩაატარეს ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე და აღმოჩნდა, რომ ნაწილმა, რომელიც იცავდა კვების რეჟიმს თანმიმდევრულად, განსხვავებით იმ კატეგორიისგან, რომელიც ღამით მიირთმევდა, კლების ნაცვლად მოიმატა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ ღამით უნდა მიირთვათ დაძინებამდე, თუმცა თუკი გვიანობამდე გიწევთ მუშაობა და გშიათ, აუცილებლად მიირთვით.

დესერტზე უარი თქვით!

  • კიდევ ერთი „ოქროს“ წესი გახდომაში, რომლის დაცვასაც გვირჩევს ზოგიერთი დიეტოლოგი, თუმცა გეტყვით, რომ ტკბილეულის შეზღუდვით ორგანიზმს დამატებით სტრესს ვუქმნით. შედეგად ბედნიერების შეგრძნება იკლებს და ეს საბოლოოდ ხელს შეგიშლით გახდომაში. არ თქვათ სრულად უარი დესერტებზე, კვირაში ერთი-ორი დღე მაინც გაანებივრეთ თავი. ეს ბედნიერების შესანარჩუნებლად ნამდვილად საკმარისია და სულაც არ არის საშიში წონისთვის.

გლუტეინებზე უარის თქმა

  • კიდევ ერთი მოდური რეკომენდაცია - გლუტეინებზე უარის თქმა არის. დიეტოლოგები საბოლოოდ ვერ მივიდნენ დასკვნამდე, თუ როგორ ვნებს გლუტეინი ორგანიზმს და როგორ აისახება გახდომაზე. ისინი, ვინც იკლებენ წონაში ისე, რომ გლუტეინიც ამოიღეს რაციონიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გლუტეინი ცუდია. მათ უბრალოდ ამოიღეს „ცუდი“ ნახშირწყლები. შესაბამისად, სრულიად საკმარისია ასეთი ნახშირწყლების „კარგით“ ჩანაცვლება.

არავითარი ტკბილეული!

  • შაქარი ისევე აუცილებელია სხეულისთვის, როგორც სხვა დანარჩენი საკვები პროდუქტი. ბოლოს და ბოლოს, გლუკოზა - მთავარი „საწვავია“ ჩვენი ტვინისთვის და სხეულის უჯრედებისთვის მნიშვნელოვანი ენერგიის წყაროა. კარგი სტრატეგიაა ისეთ პროდუქტებზე უარის თქმა, რომლებიც შაქრის შემცვლელს შეიცავს, მაგრამ ის, რაც არ უნდა ამოიღოთ კვების რაციონიდან, არის ხილი და პროდუქტები, ხილის ჩირი (ყურადღება მიაქციეთ, არ იყოს დამზადებული შაქრის სიროფზე) და შოკოლადი. ანტიოქსიდანტები, რომლებიც კაკაოს მარცვლებშია, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან, ასევე,  გულისა და სისხლძარღვების გამართულ მუშაობას უწყობს ხელს - ასე რომ, უარი არ თქვათ ასეთ დამხმარეებზე!

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93