რჩევები

დილის რიტუალი ლამაზი სახის კანის შესანარჩუნებლად

დილის რიტუალი ლამაზი სახის კანის შესანარჩუნებლად
დილაობით სახის კანი განსაკუთრებით ლამაზად გვეჩვენება მაშინ, თუკი გამოძინებულები ვიღვიძებთ; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ძილისთვის საკმარისზე ცოტა დრო გაქვთ და თავის მოვლასაც დიდ დროს არ უთმობთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ „მარაოს“ რჩევა, რომელიც ლამაზი სახის კანის დიდხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
Related image
სახის კანის სწორი მოვლა ლამაზი კანის გარანტიაა. შესაბამისად, დერმატოლოგები ხშირად ასახელებენ იმ ინგრედიენტებს, რომლებიც დილის პოზიტიურად დაწყების საუკეთესო გარანტიაა, საიდუმლო კი მდგომარეობს C ვიტამინში. მისი გამოყენება იმდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ბამბის დისკებისა და ტონიკის მეშვეობით სახის
გაწმენდას გადაწყვეტთ.
Related image
C ვიტამინის სასარგებლო თვისებაზე არაერთი ცნობილი დერმატოლოგი საუბრობს, რომელთა შორისაა რიკარდო რიუსაც. მან ანტიასაკობრივ თემაზე წიგნიც გამოსცა: „Anti-aging: How to keep skin younger“, სადაც საუბრობს სახის მოვლის აუცილებელ რიტუალზე: „დილაობით გამოიყენეთ შრატი ან C ვიტამინის შემცველი საცხები, ზემოდან კი მზისგან დამცავი საშუალება დაიმატეთ. საღამოობით არ დაგავიწყდეთ ჰიდროქსიმჟავებისა და რეტინოიდული მჟავის კოქტეილების გამოყენებაც“.
Image result for face care c vitamin
Related image
რიკარდოს მოსაზრებას კიდევ ერთი დერმატოლოგის, პალომა კორნეოს შეხედულებაც ამყარებს: „C ვიტამინი თავის მოვლის აუცილებელი კომპონენტია. ის გახლავთ ანტიოქსიდანტი, რომელსაც ანტიპიგმენტური მოქმედების უნარი აქვს და ახდენს კოლაგენის გამომუშავების პროვოცირებას“. შესაბამისად, ცდად ნამდვილად ღირს, ხოლო შედეგი ძალიან მოკლე ვადებში იქნება შესამჩნევი. 
Related image
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93