რჩევები

არავითარი დიეტა და შეზღუდვა - Victoria’s Secret-ის მოდელის ლაიფჰაკი

არავითარი დიეტა და შეზღუდვა - Victoria’s Secret-ის მოდელის ლაიფჰაკი
სარა სამპაიო 2015 წელს „Victoria’s Secret“-ის ანგელოზების რიგში გამოჩნდა. როგორც სხვა მოდელებს, მასაც უწევს სხეულის ფორმების მკაცრი კონტროლი და გარკვეული კვების რეჟიმის დაცვა. თუმცა დიეტების მომხრე ნამდვილად არ არის. ერთ-ერთ ბოლო წვეულებაზე, Victoria’s Secret Bombshell Intense -ის პრეზენტაციისას მოდელმა გაანდო ჟურნალისტებს მისი იდეალური სხეულის ფორმების საიდუმლო.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ვიკვებებოდი სწრაფი კვებით, რაც ნამდვილად არცთუ ისე კარგია ჯანმრთელობისთვის. იმისათვის, რომ დამეცვა ბალანსი, ჯანსაღი საკვების მიტანის სერვისით ვსარგებლობდი. მაგალითად, ერთი კვირის განმავლობაში ვიკვებებოდი ხორცპროდუქტებით. რა
თქმა უნდა, მიყვარს, იმიტომ, რომ არ ვარ ვეგეტარიანელი. მეორე კვირას მივირთმევდი ბოსტნეულს. ძალიან მაგარია, როცა ვინმე გიმზადებს საკვებს და შენ მხოლოდ უნდა მიირთვა. ამავდროულად, არ ცდები სწრაფი კვებითა და წახემსებებით, რომელიც ბევრ შაქარს შეიცავს. დიახ, ჩემი წონა ამ პერიოდის განმავლობაში ნორმალურად იყო, მაგრამ თვითონ როცა ამზადებ, ბევრად საინტერესოა ეს პროცესი, მით უმეტეს მაშინ, როცა იცი, რას ამატებ კერძში. ამჟამად მე მივირთმევ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, ამასთანავე, ძალიან მიყვარს ხორცი და თევზი.“
- განაცხადა მოდელმა ინტერვიუში.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93