მომენტალურად უბრუნებს სახეს ტონუსს და ბზინვარებას. თუ ამ ინგრედიენტებს შეურევთ, კანის "სუპერსაკვებს" მიიღებთ!
პირველი კომპონენტი არის სპირულინა პუდრი. წყალმცენარეების ამ სახეობაში 50-70% ცილა და 8 აუცილებელი ამინომჟავა შედის. სპირულინა ძალიან მდიდარია მიკროელემენტებით, ფერმენტებით და ვიტამინებით.
მეორე კომპონენტია კოსმეტიკური თიხა. კანიდან ტოქსინები გამოაქვს.
არსებობს რამდენიმენაირი სახის კოსმეტიკური თიხა.
- თეთრი — ყველაზე გავრცელებული ტიპი. იყიდება ნებისმიერ აფთიაქში. უხდება ცხიმიან, ნორმალურ კანს. ასევე, კომბინირებულსაც. არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.
- მწვანე - ნორმალური და მშრალი კანისთვისაა. არ აშრობს კანს. მდიდარია მინერალებით.
- ვარდისფერი - მშრალ და ძალიან მგრძნობიარე კანს უხდება. ამდიდრებს რკინით.
- ცისფერი - დამჭკნარი კანისთვისაა. აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ჭიმავს კანს და აუმჯობესებს ფერს.
ინგრედიენტები:
4 ს.კ. თიხა — ის, რომელიც თქვენს კანს შეეფერება.
2 ს/კ. სპირულინა პუდრი.
მომზადება:
- შეურიეთ და შეინახეთ ქილაში.
- 1-2 ს/კ მშრალ ნარევს დაუმატეთ წყალი, რომ სქელი არაჟნისმაგვარი მასა მიიღოთ. გამოიყენეთ მინერალური წყალი, რძე.
- დაიდეთ სქელი ფენა სახეზე. ტუჩებზე და თვალების სიახლოვეს არ დაიდოთ. გაიჩერეთ 15 წთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- კანი ტონიკით გაიწმინდეთ და 20 წუთის შემდეგ მკვებავი წაისვით.
- გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში ერთხელ.
წყარო