კოსმეტოლოგები გვირჩევენ: როგორ მოვუაროთ სახის კანს ყოველდღიურად - Marao

კოსმეტოლოგები გვირჩევენ: როგორ მოვუაროთ სახის კანს ყოველდღიურად

2019-09-16 11:38:27+04:00


ჰოლივუდელი კოსმეტოლოგების ამოცანა ჩვენთვის საყვარელი ცნობილი სახეებისთვის თავიანთი რჩევებით მათთვის მუდმივი სილამაზის შენარჩუნებაა. შესაბამისად, ხშირად იძლევიან ინტერვიუებში რჩევებს, თუ როგორ მოვუაროთ სახის კანს სწორად, რომელი პროდუქტები აისახება სახის კანზე კარგად, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა საშუალების გამოყენება და რამდენად მნიშვნელოვანია კანის ყოველდღიური მოვლა.

Image result for face care gif

გქონდეს იდეალური კანი ნებისმიერ ასაკში, რთული არ არის, - მიიჩნევს ექიმი ჰაროლდ ლანსერი. მას ჰოლივუდში წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება - ვიქტორია ბექჰემის, ბიონსეს, კიმ კარდაშიანისა და სხვა ვარსკვლავების არანაკლებ ვარსკვლავური კოსმეტოლოგი, ექიმი-დერმატოლოგი და პერსონალური კონსულტანტი. სწორედ მისი წყალობით გამოიყურებიან ჯენიფერ ლოპესი და სკარლეტ იოჰანსონი წლებთან ერთად კიდევ უფრო უკეთ, ვიდრე ახალგაზრდობაში.

Image result for face care gif

„მარაო“ გიზიარებთ რჩევას ვარსკვლავური დერმატოლოგისგან, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად ნებისმიერ ასაკში.

Image result for face care gif

ყოველდღიური პილინგი

  • ყოველ ლექციას ექიმი ლანსერი იწყებს სიტყვებით, რომ იდეალური კანისკენ სწრაფვა ყოველდღიური პილინგით იწყება, ღრმა წმენდის პროცედურები ახალგაზრდა და მოვლილი სახის კანის გარანტია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდს ბევრი ეწინააღმდეგება, კოსმეტოლოგის პაციენტები შედეგით უდავოდ კმაყოფილები არიან.

Related image

60 წამის წესი

  • დერმატოლოგი გირჩევთ, რომ დამატენიანებელი საცხი დაბანიდან 1 წუთში უნდა წაისვათ - ასე საცხსა და კანს შორის მეტი სინოტივე რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალი კანის ზედაპირზე აორთქლებას იწყებს და დატენიანება ნაკლებად ეფექტური იქნება.

Image result for face care gif

სახის შამპუნი

  • დიახ, სახის კანის გაღიზიანებისგან ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი დაგიცავთ, მის შემადგენლობაში ხომ ყოველთვის შედის თუთია. ეს მგრძნობიარე კანის მფლობელებსაც ეხებათ.

Image result for face care gif

დაივიწყეთ ღრუბელი

  • ჰაროლდ ლანსერი გირჩევთ, საბოლოოდ დაივიწყოთ ბამბის ღრუბლები: ისინი მეტს იწოვენ, ვიდრე გასცემენ. ის გირჩევთ, სახის ტონიკით უბრალოდ დაიბანოთ, ტონალური კრემი კი ხელით გადაინაწილეთ.

Image result for face care gif

ნუ უარყოფთ პრაიმერებს

  • მაკიაჟის ქვეშ ბაზას ნეიტრალური ქიმიური შემადგენლობა აქვს. ამიტომ ცხიმიან კანს ის ფორების დაბინძურებისა და აკნეს წარმოქმნისგან დაიცავს, ნორმალურ კანს კი - გამოშრობისგან.

Related image

SPF-ფაქტორი

  • ვარსკვლავური დერმატოლოგი გირჩევთ, არ გადააჭარბოთ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალებების გამოყენებისას. თუ დამატენიანებელი საცხი ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ შემადგენლობას შეიცავს, ნუ გამოიყენებთ ტონალურს SPF-ით, ეს კანისთვის გადატვირთვა იქნება. ყოველდღიური გამოყენებისთვის იდეალურია BB და CC საცხები, რომლებიც ერთდროულად ატენიანებენ და ათანაბრებენ კანის ზედაპირს.

Related image

Beauty-დეტოქსი

  • კვირაში ერთხელ აუცილებელია, განტვირთვის დღეები მოიწყოთ და დღე უმაკიაჟოდ გაატაროთ - მხოლოდ დამატენიანებელი და მკვებავი საცხის გამოყენებით.

Image result for face care gif

ეპილაცია მშრალ კანზე და „ანესთეზიის“ გარეშე

  • ეპილაციამდე კოსმეტოლოგი კრძალავს ალკოჰოლს. მისი აზრით, ერთი უწყინარი ჭიქა ღვინოც კი პროცედურის ეფექტურობას შეამცირებს და გაზრდის ტკივილის შეგრძნებას. ლანსერი გირჩევთ, მშრალ კანზე გაიპარსოთ, მხოლოდ წინასწარ კანი სკრაბით დაიმუშავეთ, ეპილაციის შემდეგ კი წაისვით ზეთი ან საცხი. ამ ეშმაკური ხერხით აირიდებთ კანის გაღიზიანებას და თმის სწრაფად ზრდას.

Related image

თმა შხაპის მიღებამდე დაისველეთ

  • ვიდრე აუზში ან ზღვის წყალში შეხვალთ, უმჯობესია, თმა სასმელი წყლით დაისველოთ: ასე მარილი ან ქლორი მას ვერ დააზიანებს.

Related image

წყლის ტემპერატურა

  • მნიშვნელოვანია, დალიოთ და დაიბანოთ ოთახის ტემპერატურის წყლით. ასე კანი არ დაკარგავს სინოტივეს და გამოიყურება გლუვად.

Image result for face care gif

კბილების წმენდა საუზმემდე

  • ჰაროლდ ლანსერი აღნიშნავს, რომ მათი კანი ბევრად უკეთ გამოიყურება, ვინც ამ წესს იცავს, ვიდრე მათი, ვინც მას უარყოფს. ყველაფერი მარტივია: პირველი საკვების მიღებამდე კბილების წმენდით, თქვენ არ შეჭამთ ძალიან დიდი რაოდენობის ბაქტერიებს, რომლებიც პირის ღრუში მთელი ღამის განმავლობაში გროვდება.

Image result for teeth cleaning gif

აკონტროლეთ მიმიკა

  • ნაოჭებს, პირველ რიგში, უკონტროლო მიმიკები აჩენს. ეს უარყოფითად აისახება კანის მდგომარეობაზე, შესაბამისად, შეეცადეთ, მაქსიმალურად აკონტროლოთ თქვენი სახის მიმიკები.

Image result for face care gif

Image result for face care gif